RSS

ფოთის შუქურა – შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი საზღვაოსნო ნაგებობა

05 სექ

shuqura 003ოლიკო ცისკარიშვილი

152 საფეხური, დახვეულ კიბებზე,  ერთი სულის მოთქმით ავირბინე… არც სიმაღლის შიში გამხსენებია და არც მაღალ კიბეებზე სიარულის ფობიას შევუწუხებივარ… აი, იქიდან კი, 30 მეტრის სიმაღლიდან, ფოთის ულამაზესი ხედები გადაიშალა შავი ზღვის ტალღებთან ერთად.

126 ტონა ფოთის შუქურიდან, მარჯვნივ გემებით დახუნძლული პორტი ჩანს, მარცხნივ კი ყოფილი იპოდრომი, რომელიც სამწუხაროდ, შავი ზღვას ვერ გაუმკლავდა და შთანთქა… (გლობალური კლიმატური ცვლილებები და გამალებული ჰესების მშენებლობა, ყველაზე მეტად შავ ზღვასა და მის სანაპირო ზოლზე აისახება). აქ ახლა შავი ზღვის ტალღები ნავარდობს. უფრო შორს, ჰორიზონტზე, გემების აჩრდილები დადიან. იქ ასულებს ჩამოსვლა აღარ გვინდოდა, შავი ზღვის დიდებულებით მონუსხულებს.

shuqura 005ამ ემოციების მთავარი მამოძრავებელი – ფოთის შუქურა, რომელიც ყველაზე ძველი შუქურაა 1860 წელს ჩამოუტანიათ ლონდონიდან. ეს პირველი კონსტრუქციაა, რომელიც თუჯისგან ააგეს, მანამდე ძველ რუსეთში შუქურებს ან ქვისგან ან ხის მასალისგან იგებოდა.

შუქურის პირველ სართულზე ტურისტებისთვის მოწყობილია მინი მუზეუმი. ჩვენი სტუმრობისას შუქურას კოსმეტიკური სამუშაოები უტარდებოდა და გადაღებვითი სამუშაოები ხორციელდებოდა. მიუხედავა ამისა, მაინც შევძელით შიგნით შესვლა.

შუქურა, რომელიც შორეულ ნაოსნებს გზას უკვალავდა, და უზრუნველყოფა სადგურში შემომსვლელ და გამსვლელ გემებისთვის უსაფრთხო ნაოსნობას პირველად ფოთში აუწყვითა, შემდეგ კი ყირიმსა და ოდესაში. 1864 წელს ინგლისური ფირმის “ეხტონ ამის და შვილები”-ს მექანიკოსებმა შუქურას კოშკურა ჩამოასხეს, რომელიც თუჯის ფურცლებისგან იყო აწყობილი. 1991 წელს მათმა შთამომავლებმა ფოთში მოინახულეს ფოთის შუქურა.  “ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, მათ სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ,” – გვიყვება ადგილობრივი ალეკო გვასალია ტურისტული კომპანია “ახალი ფაზისის” ხელმძღვანელი…

ლონდონელი ინჟინრის მიერ აგებული შუქურის მშენებლობაზე, მაშინ 16 000 მანეთი დაიხარჯა და საქართველომდე გემით ჩამოიტანეს. კოშკს 8 მეტრის სიღრმის ფუნდამენტი აქვს და მისი მრგვალი კონსტრუქციისთვის მყარი საძირკველია. იგი დღემდე ითვლება შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალ საზღვაოსნო ნაგებობად.

ვიმედოვნებთ, რომ მისი პოპულარიზაციის შემდეგ, ფოთში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო მარშტური იქნება.- ერთად წავიდეთ ფოთში 🙂

shuqura 001 shuqura 004 shuqura 009 shuqura 010 shuqura 011

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s