შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაციის შედეგად, დაბა გუდაურის ზემოთ არაგვის ხეობის ერთ- ერთი კლდიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურის ზემოთ, არაგვის ხეობის ერთ-ერთ კლდეზე იმყოფებოდა სამი მოლაშქრე, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. რთული რელიეფის გამო, სამაშველო ჯგუფმა ვერ მოახერხა ადგილამდე მისვლა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიs დახმარება. მაშველებმა გზააბნეული სამი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს თბილისში.