შესასვლელში დაყრილ ქვებიდან ამოსული ჭიჭრების ქვეშ, ასომთავრული წარწერებო მოჩანს, დაკვირვებული თვალი იქიდანვე შეამჩნევს გუმბათჩამოქცეული ტაძრის გარედან კედლებს როგორ ჭამს ხავსი. ტაძარში ჭინჭარია ამოსული და ალაგ-ალაგ საქონლის კვალიც ჩანს.
ეს კუმორდოა, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამ ტაძრის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი, ალბათ ჩემსავით ბევრმა არ იცის, რომ კუმურდო – ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ნანგრევები სოფელ კუმურდოს ტერიტორიაზეა. ძეგლი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან – 14 კმ-ში, სომხებით დასახლებულ სოფელში.
აქ, დავით აღმაშენებლის ეპოქაში, საკმაოდ დიდი სასულიერო ცენტრი არსებობდა. საქართველოს, თანამედროვე ტერიტორიაზე ასეთი უდიდესი ტაძარი თითქმის არსად აღარაა მიტოვებული. სამწუხაროდ, ამ ტაძარში არა თუ წირვა-ლოცვა, რესტავრაციის კვალიც არსად ჩანს, რომ არაფერი ვტქვათ ტაძრამდე მისასვლელ გზაზე.
ხავსიც დაუნდობლად იზრდება ტაძრის კედელზე, მცენარეული საფარიც. სამწუხაროდ, აქ ექსკურსიებიც ნაკლებადაა და მომლოცვლებიც იშვიათად დადიან და ტაძარი უყურადღებობისგან დღითიდღე ზიანდება.
კედლიდან ჩამოშლილი რელიეფური ქვები რა ინფრირმაციას ინახავს ალბათ, არავინ იცის. შემოსასვლელში კი ძალიან ბევრი ქვაა ჩამოცვენილიო ასომთავრული წარწარებით. აღმოსავლეთით ჯერ კიდევ იკითხება ფრესკების ფრაგმენტები
“ასე თუ გაგრძელდა წვიმის წყალი საბოლოოდ დააზიანებს ამ ფრესკებს, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშილი, – უნიკალური რელიეფური ქვებიც, რომელიც გუმბათის ქვეშაა დატანილი, ისიც ზიანდება. ამ ტაძრის დანგრევაში ვფიქრობ, დიდი წვლილი ბუნებრივმა მოვლენებმა განაპირობა, რადგან ეს ზონა სეისმურად აქტიურია. თუკი ტაძარს ეს სახე სერჩა და არ ვუპატრონეთ, ვეღარ გაუძლებს მიწისძვრას. და სამწუხაროდ, ამის დიდი რისკი არსებობს. ტაძრის უნიკალური კედლებიც შეიძლება ჩამოინგრეს და განადგურდეს.”
ტაძრის შესასვლელში სამხრეთ კარიბჭესთან ქვაჯვარებია აღმართული, რომლებიც 180 წლის წინ ჩამოსახლებული სომხების ნამოქმედარია. ქვაჯვარი ტაძრის კონტექსტიდან მთლიანადაა ამოვარდნილი. განცალკევებულად დგას. იქვე, ტაძრის შესასვლელში ბოლნური ჯვარია ამოკვეთილი.
ასე, რომ ტაძარს მოვლა და პატრონობა სჭირდება, რადგან ერთ დროს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარი მიწასთან არ გასწორდეს…