შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმედღიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად დარიალის ხეობაში, მეწყერის შედეგად დარიალჰესის გვირაბში ჩამოშლილი მიწის მასაში მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დარიალჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა ორი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანის, თურქეთის მოქალაქის ცხედარი, რამდენიმე დღის წინ, მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა მეორე პიროვნება, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დარიალჰესის გვირაბში მუშაობდა.
დარიალჰესისი გვირაბში აღმოჩენილი ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტეზის ჩატარების შემდეგ ცხედარს ოჯახში გადაასვენებენ.
ეკოფაქტი უთანაგრძნობს გარდაცვლილების ოჯახებს.
ფოტო მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ