RSS

მოსკოვის გამზირის სკვერში ხეები ხმება

27 აგვისტო

naZviმოსკოვის გამზირზე არსებულ სკვერში, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი ნაძვი მთლიანად, რამდენიმე კი ნაწილობრივ გახმა – გვატყობინებს მოსკოვის განზირის ერთ-ერთი მკვიდრი. “როგორც ჩანს, დაავადება, რომელიც ამ ნაძვებს ახმობს, საკმაოდ პროგრესირებადია, გაზაფხულზე ჯერ კიდევ მწვანე ხე უკვე აგვისტოს ბოლოსთვის სრულიად გამხმარია. მაინტერესებს, რომელ სამსახურს ეხება ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, მომავალი ზაფხულისთვის სკვერში ჯანმრთელი ნაძვი აღარ იქნება… გასახმობად განწირულ ხეებზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს. ” – გვწერს სამი შვილის დედა.

“მოსკოვის გამირზე, ამავე სკვერში ავტოპარკინგია მოწყობილი. რომელი უწყების პრეროგატივაა გამწვანების “მოყვარული” მძღოლების დაჯარიმება? სკამები ფიცრებად გაზიდეს. საბავშვო ატრაქციონებს ჭანჭიკები დააძრეს. ღამის განათების ფანრებს შეცვლისთანავე ვიღაც ამსხვრევს. სათანადო უწყებამაც მშვენიერი გამოსავალი იპოვა – ლამპიონებს აღარ ცვლის, იმის ნაცვლად რომ რაიმე ალტერნატივა მოძებნოს და ადვილად მსხვრევადი განათება უფრო გამძლე სახეობის ლამპიონებით ჩაანაცვლოს. შეასაბამისად, კონკრეტულად მოსკოვის გამზირის სკვერში ღამით ისე ბნელა, გავლა შეგეშინდება. დასუფთავების საქმე შედარებით მოგვარდა, მაგრამ 10-11 საათისთვის სკვერი კვლავ ნაგავსაყრელს ემსგავსება… ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა ჩვენი “კულტურის”… ეგრეთწოდებულ “ალეიკას”, რომელიც სკვერის მიმდებარედ გრძელდება და მოსკოვის გამზირის ბოლოში მთავრდება, როგორც ჩანს, პატრონი საერთოდ არა ჰყავს – აქ მხოლოდ ხეების მოსაჭრელად და შესაწამლად მოდიან. ხეების ასე მასიურად გახმობის მიზეზი კი, ვეჭვობ, არავის აინტერესებს. ნაგავსაყრელად ტრანსფორმირებულ “ალეიკაში” ნახევარზე მეტი ხე უკვე შეშად გაზიდეს… ეს ტერიტორია იდეალურია საბავშვო ატრაქციონებისა და სკვერის გასაკეთებლად, მაგრამ…” – ამბობს პრობლემებით შეწუხებული ახალგაზრდა.

იმედია, შესაბამისი უწყებები დროულად მიაქცევენ ამ პრობლემებს ყურადღებას.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s