მედია-ტურებში, ხშირად დავდიოდით ერთად… ყველაზე სიცოცხლით სავსე და ხალასი ადამიანი ეკა კუპატაძე, ძალიან ჭკვიანი და პროფესიონალი ჟურნალისტი, წნორი ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეკა საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს. ეს ამბავი რამდენიმე წუთის წინ გავიგე… ვერ გავბედე მის ტელეფონზე დარეკვა… გული შემეკუმშა და ბოღმის ცრემლები მახრჩობდა…
“მგონი შევიშალე…….. ყოველ დილით ვხსნი ფბ და პირველი რასაც ვაკეთებ ამ ჯგუფში შემოვდივარ , ყველა ვიდეოს უკვე მეასედ ვუყურებ და მერე ვიწყებ საქმის კეთებას………. მომენატრეთ და მიყვარხართ ყველა” – გვწერდა ბოლოს ეკა… ასეთი იყო ეკა… ყველა უყვარდა…
ჩვენც გვიყვარხარ ეკა… ძალიან გვიყვარხარ… ძალიან დაგვაკლდება შენი სიცოცხლით სავსე სიცილი და თვალებში ვარსკვლავები…
ნათელში იყოს მისი სული…. მწუხარებას გამოვთქვამთ ეკა კუპატაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.