RSS

მაშველებმა ცაგერში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს

09 აგვისტო

lechxumi 002შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მე-3 ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ცაგერის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს.

„112“-ში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლისგან შევიდა შეტყობინება, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძუღურის მინერალური წყლების მიმდებარე მთის ხეობაში, მაღალმთიან ზონაში იმყოფება შვეიცარიის 2 მოქალაქე, რომლებსაც გზა აებნათ და დახმარება ესაჭიროებათ. შსს-ს მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საძიებო ზონაში და დაკარგული ტურისტები მდინარე ძუღურისღელეს სათავესთან იპოვეს. ერთ-ერთი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველ-ინსპექტორებმა მას ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს. ორივე ქალბატონი გადაყვანილია თბილისში. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s