დღეს, საქართველოში, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა დაფიქსირდა, დილას, ქ. დმანისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში, რომლის სიმძლავრე იყო 3, 6 მაგნიტუდა.
ხოლო მეორე მიწისძვრა, მოგვიანებით ქ, ონში, რომლის სიმძლავრე 3,5 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და ზარალის შესახებ არ ვრცელდება.