RSS

მესტია – სვანური კოშკები და ცადაზიდული მყინვარები

05 აგვისტო

svaneTi 017ოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან.

ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დაღლა საერთოდ დაგვავიწყდა, როცა ამაყად აზიდულ კოშკებს მივადექით. როგორც გავიგეთ კოშკები ყველა გვარს თავისი აქვს – ნიგურიანების, ხერგიანების, ფალიანების, მჭედლიანების, რატიანების, ხოჯელანების, მარგიანების, ნაკანების, მუშკუდიანების, ჩართოლანების, გვარლიანებისა და ბარლიანების. მათ გარშემო კი ზვიადი მთები – უშბა, დალალახვარი, ბანგურიანი, თეთნულდი, ლაღამი, ლალაიდი…

svaneTi 020მესტიაში მოგვიანებით, ლანჩვანში, მარგიანების კოშკში ავდივართ, იქიდანვე ჩანს ფუსტი, სადაც ადგილობრივები სალოცავს ხბოს სწირავენ. ეს სალოცავია ბარაქის, სიმშვიდის, სიმრავლის, მშვიდობის… სალოცავში ქალის შესვლა დღემდე არ შეიძლება, იქ მხოლოდ კაცებს შეუძლიათ შესვლა. ცოტა მოშორებით, ზარგასში, ლაგარგილაა, სადაც მხოლოდ ქალები ლოცულობენ.

მესტიას დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა არა მარტო უცხოელმა ტურისტებმა, საქართველოში მცხოვრებლებიც ნაკლებ ინფორმირებულები არიან მის შესახებ.

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით, ჰაწვალია, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი. აქ უკვე მეოთხე წელია მოქმედებს 2 400 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომელიც ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტებს არაფრით ჩამორჩება.

უნიკალური ტყის მასივით შემოსაზღვრულ ტრასა. ზამთარში კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროთი ტრასის თავზე ასვლა დღეში სულ რაღაც 15 ლარი ღირს,

სათხილამურო ტრასის ზევით, უმშვენიერესი არყის ტყეა, საიდანაც დამსვენებლები უშბის ზვიადი მთებითაც ტკბებოდნენ. თეთნულდის თეთრი კალთებით ტკბობა mestia 012ზამთარ-ზაფხულ შეუძლია დამსვენებელს, ასევე თავისი განუმეორებელი ფიჭვნარითა და ცად აზიდული მწვერვალებით. ქვევიდან, კი მესტიის ამაყი სვანური კოშკები იმზირებიან.

მესტიაში კვლავ განახლებულია ფრენები, თამარ მეფის სახელობის აეროპორტიდან, რომელიც შესულია, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ აეროპორტების ათეულში.

სათხილამურო ტურიზმის გარდა, მესტია, ალპინისტებსაც აინტერებთ. უშბა, რომელიც ყველაზე მაღალი მწვერვალი არაა, მაგრამ ბევრი ალპინისტის ოცნებაა. სირთულის მიხედვით, მას უმაღლესი მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული. ორქიმიანი გოლიათი ბევრი ალპინისტის სიკვდილის მიზეზიც გამხდარა. იყო პერიოდი, როდესაც უშბაზე ცოცვა აიკრძალა სვანეთის ფერდიდან ე.წ. “სარკის” – 1200 მეტრის სიმაღლის ციცაბო კედლის გავლით.

უშბით, არა მარტო ალპინისტები, შეიძლება სათხილამურო ტურიზმის განვითარების მესვეურებიც დაინტერესდნენ. ადგილობრივების თქმით, უშბის კალთა უნიკალურია სათხილამურო ტრასის მოსაწყობად, რადგან იქ ზაფხულის ნებისმიერ დროს შეიძლება თხილამურებით სრიალი.

ამ ზაფხულ კი ეკოტურიზმის უამრავი მოყვარული შეგვხვდა გზად მყინვარ ჭალაათისკენ მიმავალი, მათ შორის უმრავლესობა უცხოელი იყო. ჭალაათის მყინვარი, რომელიც იმითაა უნიკალური, რომ ტყის ზონაში მთავრდება, ბევრი ტურისტისთვის საინტერესოა და მიმზიდველია. თუმცა ამ კონკრეტულ მარშრუტზე, ჯერ კიდევ არაა ოფიციალური ტურისტული რუქა შედგენილი.

mestia 009ამ მყინვარამდე მისასვლელი ხეობა ეკოტურიზმის ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული მარშტური შეიძლება გახდეს, რადგან  ამის ძალიან დიდი პოტენციალი  აქვს.

მესტიელებისთვის სვანეთის კავკასიონზე აზიდული ორთავიანი მწვერვალი უშბა ყველაზე საამაყოა (სამხრეთის მწვერვალი უმაღლესია 4700 მ, ჩრდილოეთით ათი მეტრით დაბალია). უშბის მწვერვალები განუმეორებელი სილამაზით და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს. ადგილობრივების მტკიცებით, უცხოელებზე ადრე ორი საუკუნის წინ, უშბა დალაშქრა გიო ნიგურიანმა ჯაბრანებით (სვანური ტყავის ფეხსაცმელი). “უშბის პირველი სტუმარი ის იყო, მერე ავიდნენ სხვები,” – ამტკიცებენ მესტიელები.

თუმცა, ისტორიული წყაროების თანახმად, ჩრდილოეთ პიკზე პირველად ავიდნენ ინგლისელები 1888 წელს, ხოლო სამხრეთ პიკზე პირველად ავიდნენ 1903 წელს, გერმანელი, შვეიცარელი და ავტრიელი ალპინისტები. მანამდე  უშბაზე 20-მდე წარუმატებელი ასვლა იყო განხორციელებული.  1943 წელს ალექსანდრე ჯაფარიძემ დალაშქრა უშბა.

მესტია მჟავე წყლებითაცაა განთქმული. საუკუნეების განმავლობაში, ადგილობრივები თვითმკურნალობას იტარებენ და ამბობენ, რომ ეს წყლები განსაკუთრებით კარგია კუჭისთვის, დღესაც კი ეზიდებიან შინ და მიირთმევენ. მესტიის ჭალებში ბოჭკოლი მოედინება მდინარე მესტია ჭალასთან, მას უფრო ხშირი სტუმარი ჰყავს, თუმცა უფრო ushba 003მოშორებით, ბეთქილიცაა უცნაურად ამოკვეთილ უზარმაზარ ქვაში მომდინარი, ამბობენ, რომ უფრო სასარგებლოცაა. ბეთქილთან დაკავშირებით ადგილობრივმა, 19 წლის მარიამ ნიგვრიანმა ლეგენდა მოგვიყვა – ვეფხვებზე მონადირე ბეთქილს, რომელიც კარგი მთამსვლელიც ყოფილა ნადირობის ქალღმერთი დალი შეჰყვარებია, დალისაც სიყვარულითვე უპასუხნია, თუმცა ბარად ჩამოსულ ბეთქილს სვანი ქალი შეჰყვარებია, ნადირობის ქალღმერთს ეს ამბავი რომ გაუგია, მასთან მისული ბეთქილი კლდიდან გადმოუგდია.

ალბათ სამკურნალო ტურიზმის განვითარების მესვეურებისთვის საინტერესო იქნება, ის ფაქტიც, რომ უშბის ძირას კიდევ ერთი მჟავე წყალი მოედინება, და მასაც ამ წყლებივით, სამკურნალოდ მიიჩნევენ სვანები.

მესტიაში განვითარებულია მეცხოველეობა, ჩვენი დიასახლისის თქმით, თუკი ადამიანი ზარმაცია არაა, შიმშილით ნამდვილად არ მოკვდება, აქ მოჰყავთ კარტოფილი, უვლიან საქონელს, ბევრ ოჯახს 12-15 სული ძროხაც კი ჰყავს. მესტიელები სტუმარს ისე არ გაუშვებენ თაშმიჯაბი (კარტოფილის და ყველის ნაზავი) ერთხელ მაინც თუ არ გასინჯეს და კიდევ კუბდარი, განთქმული სვანური, უგემრიელესი კუბდარი.

სტატია მომზადდა პროგრამის “სქართველოს რეგიონეში კლიმატის ცვლილებისადამი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში”. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრდაჭერით.ushba 004

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s