RSS

თუშეთში ბანკომატი – ია ჩრდილოეთ პოლუსზე

11 ივლ

darTlo 031ოლიკო ცისკარიშვილი

დაიწყო ზაფხული და თუშეთსაც მიაშურა უამრავმა საზღვარგარეთელმა თუ ადგილობრივმა ტურისტმა. თუშეთის განუმეორებელი ლანდშაფტითა და უამრავი უნიკალური ძეგლით მოხიბლული ტურისტი, ასევე უამრავ პრობლემას აწყდება. ცივილიზაციისგან მოწყვეტილნი ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. თუშეთში სხვა პრობლემებთან ერთად, არ არის გამართული სამედიცინო მომსახურება, მაღაზია, 50 სოფლიდან მხოლოდ ორში ფუნქციონირებს, არ არის ბენზინგასამართი სადგურები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბანკებზე და ბანკომატებზე. უცხოელი ტურისტები, ხშირად ბედის ანაბარად რჩებიან და მხოლოდ კეთილი თუშების გულისხმიერების წყალობით აღწევენ მთიდან თავს.

ამ და სხვა პრობლემებზე გვესაუბრება თუშეთის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენელი ნატო ყიზილაშვილი, მისი თქმით, თუშეთში არ არსებობს მედპუნქტი, რომელიც ადამიანს რეალურად დაეხმარება. მსგავსი რამ არის ომალოში, თუმცა იქ მუდმივად არაა ექიმიც. რამოდენიმე წლის წინ, სოფელ კვავლოში ერთ-ერთ ადამიანს ფუტკარმა უკბინა და შოკი დაემართა, ომალოში გადმოყვანილს ვერ უშველეს, რადგან ექიმი არ იყო, კარები შეამტვრიეს და ისე გამოიტანეს წამალი. ამ ფაქტის შემდეგ შეარემონტეს, სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა. სამი წლის წინ, ექიმიც დაინიშნა, რომელიც ომალოსთან ახლოს, სოფელ ხისოში ცხოვრობს. წლების განმავლობაში არ ქონდა არანაირი ინვენტარი და მედიკამენტები. ერთხელ მედპუნქტში მოხუცი კაცი მივიდა, რომელსაც კუჭიდან სისხლი სდიოდა, წყლული გაუსკდა. არაფერი არ ქონდა, რომ სისხლი გაეჩერებინა, როგორღაც მოახერხა და გადაარჩინა. რამდენიმე წლის წინ, ჯამრთელობის დაცვის სამინისტროდან ჩამოვიდნენ, და მინისტრმა ზუსტად ერთი პარკი წამალი ჩამოიტანა, იმ საღამოს, თავად მინისტრს დასჭირდა მედიკამენტოზური მკურნალობა. ექიმმა სირცხვილით ვერ უთხრა, რომ მისივე ჩამოტანილი წამლები ვადაგასული იყო და იძულებული გახდა ის წამლები მიეცა.  არა თუ უცხოელ ვიზიტორებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა სათანადო სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი. უკიდურესი შემთხვევების დროს, ვერტმფრენს იძახებენ.

darTlo 020თუმცა სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტო, რომელმაც მანამდე „განახლებადი ენერგია საქართველოს შორეული კუთხეებისათვის-მზის ენერგია“ პროექტის ჩარჩოებში თუშეთში მუდმივმოსახლე და მეურნე მოსახლეობის დიდ ნაწილს საჩუქრად გადასცა მზის ელექტროპანელები და გამაცხელებლები, ახალ პროექტებს ახორციელებს და ამ პროექტებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ომალოს ამბულატორიის აღჭურვა და რეანომობილის შეძენაა, რომელიც მომავალი წლიდან მხოლოდ თუშეთს მოემსახურება. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს მედპერსონალის დანიშვნას და ხელფასით უზრუნველყოფას. მაგრამ აუცილებელია ქართული მხრიდან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა  ჩეხეთის სააგენტოსთან და დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს იცხოვრონ და იშრომონ მთაში, საჭიროა, რომ ჩვენი საქმისთვის ჩვენვე მოვინდომოთ,” – ამბობს ნატო ყიზილიშვილი.

ტურისტები ხშირად, გიდების გარეშე დადიან და იკარგებინ, ხშირად ეს უდიდეს პრობლემებს ქმნის. შარშან, ალაზნის თავში ორი ტურისტი დაიკარგა და ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. მერე ძლივს ვიპოვეთ. ტანსაცმელ შემოფლეთილებმა, მშივრებმა, ჩამოფხრეწილ-ჩამოკონკილები მიაღწიეს მეცხვარემდე. უცხოელ ტურისტ გოგონას, მეცხვარემ თავისი შარვალი მისცა, რომ შიშველს არ ევლო.

ვიზიტორთა ცენტრი არ ცდება ომალოს, რადგან არაა დაფინანსება და არ ყავთ რეინჯერები, არ ფინანსდება, არადა გზა რთულია, ბილიკებიც რთულია, რეინჯერს კი უნდა გადაუხადო. მანქანაც უნდა  გქონდეს, თუშეთი არაა ისეთი მარტივი, როგორც თუნდსც ხევსურეთია, გზები ძალიან რთულია, მაგალითად, წოვათაში წელიწადში ოთხჯერაა გზა გასაყვანი, ყოველი წვიმის შემდეგ გზა იშლება. უკონტროლო ცხვრის ძოვებამ უამრავი ეროზიული ფერდობები წარმოქმნა, – გვიყვება ნატო, – თუშეთში მაღაზია მხოლოდ ომალოში და დართლოშია. მამასისხლად ყიდიან ყველაფერს. ტურისტი ხედავს რომ ტყავს აძრობენ, ადგილობრივ მოსახლეობასაც არ აქვს ეთიკა, როგორ მოექცნენ ტურისტებს. მათ გონიათ, რომ ტუსიტებს ბევრი ფული აქვთ. ეთიკის საკითხი მოსაგვარებელია. სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილები და მთაში ასულს გძარცვავენ. თუმცა მათი პოზიციაც გასაგებია, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათ  მოკლე სეზონი აქვთ და ხარბდებიან იმ პერიოდს, იმ ტურისტს. მთაში მძიმეა ცხოვრება, ყოფაა მძიმე. ამის მოგვარებას უნდა გარკვეული ტრენინგები, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა. ამ ყველაფერს უნდა სახელმწმიფო სტრუქტურებიდან დახმარება.

მუდმივადაა გზების პრობლემაა.   მუდმივი უყურადღებობის გამო, გვიანდება შიდა გზების გაყვანა, რაც ამოკლებს ისედაც მოკლე ტურისტულ სეზონს. წარმოიდგინეთ, რომ ადიხართ მთაში და არაფერი არაა, ყველაფერი ბარიდან უნდა აიტანო. ახლო მომავალში, იგეგმება, ჩეხების პროექტის ფარგლებში, საწვავი ბაკის დადგმა. ხშირია შემთხვევები, რომ ტურისტს მანქანა უჩერდება, რადგან ჰგონია, რომ გზაში საწვავს ჩაისხავს. ამას წინათაც შეგვხვდა ტურისტი, ცერზე, რომლესაც საწვავი გაუთავდა, 3000 მეტრიან უღელტეხილზე უჩერდებათ მანქანა და არ იციან, რომ იქ საწვავი არაა. მერე ადგილობრივები ეხმარებიან. გამოივლის თუში მძღოლი, თავადაც მშვენივრად იცის რა არის გზაზე გაჩერება, გასძახებს ამ საწყლებს, თუ თარჯიმანი ჰყავთ კიდე კაი, თუ არა ხელ-ფეხით და დამტვრეული რუსულით აგებინებენ, რომ დაელოდონ და საწვავს მომდინარე მძღოლი გამოაყოლებს ბარიდან, ესენი კი ფულს რომ ჩააბარებენ, მერე გადაიხდიან. ძალიან ბევრი ტურისტი ჩერდება გზაზე და ეს ბევრ პრობლემას ქმნის. საბანკო მომსახურეობაც ხელმიუწვდომელია. ეს იგივეა, რომ წარმოიდგინოთ – ია ჩრდილოეთ პოლუსზე. ასეთი მომსახურეობები ქვემო ალვანშიც უნდა იყოს. ზოგ ტურისტს არ მოაქვს ფული, და იმედი აქვთ რომ იქ ბანკომატი შეხვდებათ, მაგრამ თუშეთში კი არა ალვანშიც არაა ამგვარი მომსახურება.. ინტერნეტის პრობლემაც მოსაგვარებელია.

girevi 004ძირითად ბილიკებზე, რთულ გადასასვლელებზე, რომ შეიქმნას რეინჯერთა პოსტები ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი “ტეკი” – რეინჯერღა სადგურია ჭანჭახოვანშია, სადაც არავის არ სჭირდება დახმარება. უფუნქციოა,  ასეთი პოსტი რომ იყოს მაგალითად ინდურთისკენ, ან აწუნთისკენ იქ რეალურ დახმარებას გაუწევენ ტურისტებს, ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი გზას მაინც მიასწავლიან ან შეისვენებენ.  ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ იდეურად იგეგმება პროექტები ისეთი ხალხის მიერ, რომლებიც აზრზე არ არიან პრობლემის. ტურისტული კომპანიებიც არაკომპეტენტურები არიან. უმჯობესი იქნება სახელმწიფო ადგილობრივებს დაეხმაროს ამ სერვისების განვითარებაში. საბოლოოდ, გამოდის, რომ რეალობა და მათი აზრები, არ ემთხვევა ერთმანეთს. პრაქტიკულად გამოუსადეგარია.  ფული კი იყრება ტყუილ-უბრალოდ და საქმე არ კეთდება.

რაც შეეხება ძეგლებს – კვავლო და დასახლებული სოფლები ასე თუ ისე კეთდება, არსებობს მიტოვებული სოფლები, სადაც ძველი სახლები ხელუხლებელი დგას, ყურადღება მახვილდება მხოლოდ დასახლებულ სოფლებზე. არის ხალხი, რომლებიც ოდნავი ხელშეწყობის პირობებში ამოვლენ და დასახლდებიან მაგალითად, ჭონთიოში, ასეთი სოფლები ბევრია  ჰეღო, დაქიურთა, ინდურთას აღდგენაც შეიძლება, არის ციხეები, რომლებიც შეიძლება შეინარჩუნო და მომავალ თაობას დაუტოვო… თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არადა ეს ძეგლები, ციხეები, სახლები, უნიკალურია თავისი წყობითა და ისტორიით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s