RSS

შსს-ს მაშველებმა ფეხმოტეხილი ტურისტი ხეობიდან ამოიყვანეს

02 ივლ

mestia ushba 001შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ლენტეხის რაიონში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ლატფარის უღელტეხილთან, ხეობიდან ფეხმოტეხილი ტურისტი ამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ლენტეხის რაიონში, სოფელ ტვიდთან კანადელ ტურისტს – 1984 წელს დაბადებულ ბერგ მათიუ ვეინს ჩანჩქერთან, კლდის ქიმზე ფეხი დაუცურდა და ხევში ჩავარდა. ფეხმოტეხილ ტურისტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ადგილზევე აღმოუჩინეს. მაშველებმა ბერგ მათიუ ვეინი ხევიდან საკაცით ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ლენტეხში ჩაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისათვის დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s