RSS

პეტრას ციხის ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებიან

29 ივნ

qobuleTiავტორები: სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, თორნიკე პატარაია

ავტომობილები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელს და ამავე სამსახურის კონტრაქტორი ინდმეწარმის საკუთრებაა. ისტორიული ციხეზე გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი დიანა ვასაძე ამბობს, რომ მან ტრანსპორტი ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიყვანა და მოსალოდნელ შედეგზე არ უფიქრია. იგი განმარტავს, რომ კანონდარღვვა მიზანმიმართულად არ ჩაუდენია და ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე მუსიკალური ინსტრუმენტების ახლოს მიტანის მიზნით შეიყვანა. მისი მტკიცებით, აკრძალვის შესახებ ციხის მეთვალყურეს მითითება არ მიუცია.

საპირისპიროს ამტკიცებს პეტრას ციხე-სიმაგრის მეთვალყურე. მერი მჟავანაძის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე ავტომობილების შეყვანა დაუშვებელია. იგი აქვე განმარტავს, რომ ავტომობილების მფლობელები აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.

„ძეგლს, რომელსაც თავისი მნიშვნელობით საქართველოში ანალოგი არ აქვს, მასზე ავტომობილებით გადაადგილება ყოვლად დაუშვებელია“, – ასე აფასებს ფაქტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა.

ისტორიული პეტრას ციხესიმაგრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ბალანსზეა. რა რეაგირებას მოახდენს უწყება აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენთვის უცნობი დარჩა. სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით. საკითხზე დღეს განმარტებების არ გააკეთეს ციხეზე მყოფმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა.

http://tv25.ge/?page=news&news_id=12218

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s