RSS

მაშველებმა ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის საძიებო-სამაშველო ფართო მასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარეს

24 ივნ

borjomi 019შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსანახად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიება ჩაატარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ხელმძღვანელობით შეიქმნა 15 სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც აწყურის, ბორჯომის, ხარაგაულის და ბაღდათის მიმართულებით 15 სხვადასხვა მარშრუტი გაიარეს და ტყე-პარკის ყველა ხეობა დეტალურად დაათვალიერეს.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა საქართველოს. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს „112“-ში მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა იმავე დღეს დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება. გერმანელი მეცნიერის მოსანახად საძიებო ღონისძიება გრძელდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s