RSS

შსს გაუჩინარებული გერმანელი მეცნიერის ძებნაში დახმარების თხოვნით მოქალაქეებს მიმართავს

23 ივნ

turisti germaneliმაშველები ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ძებნას აგრძელებენ.

დაკარგული მეცნიერის მოსანახად სამთო-სამაშველო ჯგუფებმა “საფეხმავლო ბილიკები გაიარეს და ვერტმფრენიდან დათვალიერება განახორციელეს”.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოს გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა. წინასწარი ინფორმაციით ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს 112-ში შევიდა შეტყობინება მისი დაკარგვის შესახებ. ჰანს ჰოეფლეს ქართველმა კოლეგამ განაცხადა, რომ იგი სამსახურში არ გამოცხადდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა იმავე დღეს დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით გერმანელი მეცნიერი 8 ივნისს სამეცხვარიოსა და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხვარეებმა ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, თუ ვიმეს რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის ჰანს ჰოეფლეს შესახებ, დარეკონ „112“-ზე.

http://www.liberali.ge/ge/liberali/news/119075/

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s