დარიალის ხეობაში ევაკუაციაა. ბრძანება გამოცხადდა განგაშის სიგნალის შემდეგ. რადარებმა მყინვარზე 2- ბალიანი მიწისძვრა დააფიქსირა, სეისმობიძგების გამო, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა განმეორდეს სტიქიური მოვლენები, ამიტომ სტიქიის ზონაში მომუშავე პირებს ტერიტორია დაატოვებინეს.
17 მაისის კატასტროფის შემდეგ, სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, ადგილზე რამდენიმე რადარია, რომლითაც პროცესებს აკვირდებიან.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მყინვარიდან გლაციალური ღვარცოფის ჩამოწოლის გამო, დღემდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ღვარცოფმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.