RSS

თსუ-ეკო კლუბი ეკომიგრანტების დასახმარებლად

30 მაისი

DSC_0849ეკომიგრანტების განსახლება საქართველოს ერთ–ერთი ნაკლებად შესწავლილი პრობლემაა, ეს აქტუალური საკითხია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ეკომიგრანტები არიან ის პირები, რომელთაც სტიქიური უბედურების გამო მოუხდათ მშობლიური ადგილების დატოვება, გადასახლება. 1980–იანი წლების დასაწყისიდან მთიანი რეგიონებიდან მიგრაციის პროცესი გააძლიერა ძლიერმა სტიქიურმა პროცესებმა, საქართველოში ეკომიგრაციების ძირითად მიზეზს წარმოადგენენ: მეწყრული, ღვარცოფული მოვლენები, მიწისძვრები და ზვავები.

1987 წელს სვანეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ზამთრის მოწმე გახდა. იანვარში რამდენიმე სოფელი 3–დან 5 მეტრამდე თოვლის საფარქვეშ აღმოჩნდა. თოვლის სიმაღლე იმდენად დიდი იყო, რომ დაახლოებით 2000 სახლი ზვავის ქვეშ მოჰყვა, ხოლო 85 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთის) რაიონები. გზები ჩაიკეტა, სოფლებთან კავშირი გაწყდა, კომუნიკაციის ყველა საშუალება მწყობრიდან გამოვიდა. 1989 წლის აპრილში სტიქიური უბედურება აჭარას დაატყდა თავს, მეწყერმა წალეკა მაღალმთიანი აჭარა, კერძოდ კი ხულოს, შუახევისა და ქედის რაიონების სოფლები.სტიქური პროცესების DSC_0909რისკის ზონიდან ოცი ათასზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული.
დღეისათვის ყველაზე მეტი რაოდენობით ეკომიგრანტები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, განსაკუთრებით სირთულით გამოირჩევა წალკის მუნიციპალიტეტი, სამწუხაროდ აქ განსახლებული აჭარიდან და სვანეთიდან გადმოსახლებული პირები მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, არ აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები, ხშირად ისინი იძულებული გახდნენ და უკან მშობლიურ სტიქურად საშიშ რეგიონშიც დაბრუდნენ. თსუ-ეკო კლუბის წევრებმა თბილისი სხვადასხვა საჯარო სკოლისა და კერძო სკოლების მოსწავლეების დახმარებით შეაგროვეს სხვადასხვა საჭირო ნივთები და ჩაუტანეს ქალაქ წალკის 2 საჯარო სკოლის და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის (ყოფილი სოფელი ხადიკი) დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს. მომავალში იგეგმება წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ჩასვლა და ეკომიგრანტებით დასახლებული პუნქტების ზოგად გეოგრაფიული კვლევა და ეკომიგრანტების ზუსტი რაოდენობის დადგენა.

DSC_0924 DSC_1027 eko migrantebi calkashi

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s