დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
მედიატურის მიზანი იყო, რეგიონებში აღმოჩენილი პრობლემების იდენტიფიკაცია და ფართო მოსახლეობისთვის მიწოდების უზრუნველყოფა.
მედიატურში მონწილეობა 20-მდე ჟურნალისტმა მიიღო, მათ 1-2 და 6–7–8 მაისის განმავლობაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები მოიარეს და მედია მასალები მოამზადეს.
ტურის ფარგლებში, ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ გაცნობოდნენ რეგიონულ პრობლემატიკას და გამოეკითხათ რესპოდენტები.
მედიატურის შედეგად სულ 70–მდე მასალა მომზადდა, საუკეთესო ნამუშევრის ავტორები კი დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით და სიგელით.
მედია კონკურსის გამარჯვებულად დასახელდნენ:
I ადგილი – თამუნა კვინიკაძე – ჟურნალი ,,გზა“
II ადგილი (2 ჟურნალისტი) – ოლიკო ცისკარიშვილი –„iReporter“, “Eko Fact”, თამთა კაკაურიძე – „გურიანიუსი“
III ადგილზე კი: თიკო ოსმანოვა – „რეზონანსი“ და ქრისტი ქარჩხაძე – news.ge; TV “Mega”.