RSS

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო სამუშაოები ჩაატარეს

22 მაისი

IMGL3504შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. მეწყერის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და შსს-ს მაშველებმა გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში, მეწყერის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის ნაპოვნი არავინ არ არის.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s