RSS

გლაციალური ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში

21 მაისი

devdorakis xeoba 2მყინვარი  დევდორაკი, ფართობი 7.55 კმ2-ია ხეობის ტიპის მყინვარია, იგი იწყება მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და გრძელდება 7 კმ-ის მანძილზე. მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2330 მ-ზე. დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808 და 1817 წწ. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდ. თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქ. ვლადიკავკაზს.

მთაში ძალზე დიდ საშიშროებას მყინვარული ზვავები წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრით გამოწვეული მყინვარული ზვავები. ამ დროს მყინვარის ფირნის ფერდობებზე დაკიდებული პატარა მყინვარები მოწყდებიან ფერდობებს, ეცემიან ფერდობების ძირზე ან აქ არსებულ მყინვარის ზედაპირზე და ეს უკანასკნელი მას მოძრაობაში მოჰყავს, – გვიყვება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ნაზვავი ყინული და ნაშალი მასალა ერთიანი ნაკადის სახით ძალზე სწრაფად გადაადგილდება ხეობაში, რაც ხეობაში ნგრევას იწვევს, ზოგჯერ თან ახლავს მსხვერპლიც. წინმსწრები ტალღის სიჩქარე 100-150 კმ/სთ-ში შეადგენს. ყინულის ზვავები და მახასიათებელია ყაზბეგი-ჯიმარას მასივის მყინვარებისათვის: დევდორაკი (1780_1832 წწ), კოლკა _ (1902, 1903, 1970, 2002 წწ.). საერთოდ ყინულოვანი ზვავები სეისმოტექნოტიკურად აქტიური რეგიონებისათვის არი სდამახასიათებელი.

მყინვარის მასის შემცირებაში დიდი როლი ყინულის ზვავებს ეკუთვნის. მისი წარმოქმნის მიზეზი სხვადასხვაგვარია: მყინვარების წინწამოწევა, ფსკერზე მკვეთრი შვერილები, ყინულჩანჩქერები, მიწისძვრები, მყინვარების პულსაცია და სხვა. საქართველოში ცნობილია დევდორაკის ყინულისზვავები; XVIII-XIX საუკენეებში მყინვარი დევდორაკის ყინულის ზვავები, რომლებიც თერგის ხეობაში გამოდიოდნენ, თერგს გადაკეტავდნენ და დროებით წყალსაცავს წარმოქმნიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, წყალი გაანგრევდა ყინულის ჯებირს და ძლიერ საშიშ გლაციალურღვარცოფის სახით ვრცელდებოდა მდ. თერგის ხეობაში. ასეთი ყინულის ზვავები აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 1832, 1842, 1845 წლებში.

მყინვარების ენის ასეთი ინტენსიური უკან დახევის ფონზე კავკასიონზე დაფიქსირებულია ცალკეული მყინვარების კატასტროფული წინ წამოწევები. ამ დროს მყინვარის ტანის წრაფად იწყებს წინ მოძრაობას და დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე კმ-ით გადაადგილდება. ასეთი მოქმედება ლიტერატურაში მყინვარული ზვავებით არის ცნობილი. მყინვარული ზვავებით გამოირჩევა ყაზბეგიჯიმარას მასივი, განსაკუთრებით მყინვარები: დევდორაკი და კოლკა. XVIII და XIX საუკუნეებში ძლიერი მყინვარული ზვავები აღნიშნულია მყინვარ დევდორაკზე. 1832 წელს მყინვარულმა ზვავმა გადაკეტა მდ. თერგი 100 მეტრის სიმაღლის ჯებირითდ ამდინარე შეაგუბა 8 საათის განმავლობაში. წარმოიშვა დიდი ტბა და ყინულის ჯებირისგან გრევის შემდეგ,წარმოიქმნა მძლავრი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც ქალაქი ვლადი-კავკაზიც კი დააზიანა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s