RSS

გეოლოგიურად საშიშ ზონაში მცხოვრებ სოფელ გოგინიძეებს დროულად სჭირდებათ შველა

19 მაისი

aWara 024ოლიკო ცისკარიშვილი

“ყავას ვსვამდით, აპრილის საღამო იყო, თუმცა თოვლი იდო, გუგუნუ გავიგეთ, თავიდანვერ მივხვდით რა ხდებოდა, მანქანის ან  ტრაქტორის ხმა გვეგონა, გარეთ ნარდი უნდა ეთამაშათ ბავშვებს. მერე სახურავთან ახლოს, ისეთი ხმა იყო უკვე,  მეგონა სახურავზე თვითმფრინავი ჯდებოდა. შიგნით შევედი. კართან მიწა იყო შემოყრილი, თურმე ჯერ მტვერი მოდის, ფანჯარაში რომ გავიხედე, მოდის, ხეები, მიწა… მზის სხივებში, ზღვის ტალღებივით ლივლივებდა, კარები დავხურე, შიგნით რომ არ შემოსულიყო, შიშმა ისე დამაბნია, რომ ვერ მოვიფიქრე, გარეთ გავსულიყავი. მაშინ დიდი თოვლი იყო, დნებოდა, ვალინკებში გვიცვივოდა, ოთხი საათი სველი ფეხი გვქონდა, მივდიოდით და მოგვდევდა გუგუნი, მეგონა, უკან მომდევდა, ამ შიშით ვცხოვრობთ დღემდე, ყოველი წვიმისას…,” – ყვება ისაკაძე ქეთინო, 2012 წლის აპრილის ავბედით საღამოს აჭარელი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეების მკვიდრი. მაშინ, მაშველებს 20 დღის განმავლობაში არ მიუტოვებიათ სოფელი.

“აჭარის წყლანდე ჩაიტანა მოგლეჯილი ხეები. გვეშინია, მაგრამ სად წავიდეთ. ხულოშიც, ასე იყო, სხალთაში, 90-იანებში, არ დაიჯერეს, რომ საშიში იყო იქ ცხოვრება და 19 ადამიანი იმსხვერპლა,” – იგონებს მოხუცი აჭარელი თამილ მახარაძე, – შეგვასახლონ სადმე, მშიერიც რომ ვიყოთ გავჩერდებით, ომში წასვლა სჯობია, ასეთ შიშში ცხოვრებას. თუ ჩუმად წაგვიღებს  მეწყერი, მეტი რა გზა გვაქვს.”

aWara 001ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაში წერია, რომ “გოგინიძეების” უბანი – ტერიტორია გეოლოგიის სამსახურის მიერ შესწავლილია 2012 წლის გაზაფხულზე, რაზეც გაცემულია შესაბამისი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.

სტიქიური-გეოლოგიური პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რელიეფის საკმაოდ დიდი დახრილობა, ჭარბი ატმოსფერული ნალექების მოსვლა, თოვლის დნობის პერიოდი და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვალებადობა. მეწყრული პროცესები განვიტარებულია ხეობის დასაწყისში, სადაც ფიქსირდება სხვადასხვა ზომის მეწყრული ბლოკები, რომლებიც დაძრულია ფერდის დაქანების მიმართულებით მდინარის კალაპოტისკენ. უხვი ატმოსფერული ნალეტების მოსვლის დროს გრუნტში ხდება ზედაპირული წყლების ჩაჟონვა, რომლებიც იწვევენ ისედაც სუსტი ფიზიკური-მექანიკური თვისებების მქონე ქანების მკვეთრ დაცემას და გეოლოგიური პროცესების აქტივაციას.

გოგინიძეებში რამდენიმე ოჯახიღა დარჩა, სოფლის ცენტრში პატარა ხის შენობა დგას, გეოლოგების დასკვნით ეს შენობაც მეწყერსაშიშ ზონაშია, აქ დაწყებითი კლასის მოწაფეები სწავლობენ. ამჟამად, სკოლაში მხოლოდ ორი ბავშვი სწავლობს. დანარჩენი კი, ყოველ დღე სკოლამდე და უკან 6 კილომეტრს გადიან. გოგინიძეებიდან ოთხი დადის, დანარჩენი კი გვერდით სოფლებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალჯერ მიმართეს მუნიციპალიტეტს, რომ ბავშვებისთვის ტრანსპორტი გამოყონ, პატარებს მაინც ფეხით გავლა უწევთ ზამთარ-ზაფხულ დამეწყრილ უბნებსა და ტყე-ღრეში.

aWara 003“აქ ოთხი კლასია, ამჟამად ორი ბავშვი დადის, კი არის ზამთარში “ფეჩი”, მაგრამ მაინც ხის შენობაა და ცივა. იქით შენობა კარგია, მაგრამ ისაა პრობლემა, რომ შორს დადიან 5-6 მძიმე წიგნით სავსე ჩანთებით,” – გვეუბნება მზიური მახარაძე.

“მოვითხოვეთ ტრანსპორტი, გვითხრეს, რომ 6 ბავშვისთვის ტრანსპორტს ვერ გამოვყოფთო, ასე დადიან ზამთარში, წვიმაში, გზაში ღმერთმა დაგვიფარის ცხოველი არაა, ცუდ ამინდებში მასწავლებელი გვირეკავს-ხოლმე, ბავშვებს დახვდითო, ცუდ ამინდში ბავშვებს აქაურობას ვარიდე, რამდენჯერ ჩემს დასთან ჩამიყვანია,” –  ამბობს ვარდო გოგიტიძე.

“ბოლო-ბოლო გადავიყვანთ ბავშვებს სხვა სკოლაში, მაინც ვერ გავჩერდებით აქ, მაინც შიშით ვცხოვრობთ.” – გვეუბნება ისაკაძე ქეთო.

“იმხელა მეწყერი მოდიოდა, რომ სახლები კანკალებდა, 15 დღე მაშველი ძალა აქ იყო და სახლებში არ გვშვებდნენ.”

“პირველად ტალახი წამოვიდა, 15 წუთის შემდეგ უკვე ძლიერი მიწის მასა მოდიოდა, და მესამედ – მოდიოდა და მოდიოდა, 20 დღე მაინც. მაშველები სულ ჩვენთან იყვნენ. ახლა რომ გაწვიმდება გვეშინია,” – იხსენებენ ადგილობრივები. მუნიციპალიტეტში სოფლის მდგომარეობის შესახებ იციან, ისიც იციან, რა წერია სტიქიური გეოლოგიური პროცესების ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაში:”მდინარის ხეობის გასწვრივ მეწყრული ჩამოქცევების ზემოქმედების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული სათიბი ფართობებისკენ მიმავალი გზა, ავთანდილ თაბაქიძის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა, ვალიკო გორგაძის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა, თენგიზ შერვაშიძის საცხოვრებელ სახლან მისასვლელი გზა, ფერდის ზედა ნაწილში განლაგებული იყო ზურაბ შერვაშიძის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მეწყრულმა მასამ მთლიანად გაანადგურა, რომლის აღდგენა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია. მეწყრული პროცესების საწყისი ფაზიდან დასახლებულ უბნამდე პირდაპირი მანძილი შეადგენს დაახლოებით 1500-1700 მეტრს. ღვარცოფის მიერ დაინგრა “ასამბაძეების” უბანში ოქტომბერი-მეძიბნა-აგოთის გზის მონაკვეთზე არსებული ხიდი, აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდის მშენებლობა შეააბამისი საპროექტი და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემდგომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რადგან ხევის კალაპოტის სიმაღლე 7-8 მ-ს აღწევს. დაზიანდა მეორე ხიდიც, რომლის აღდგენაც შეიძლება, თუმცა გოგინიძეები ყურაულის იბნის გზის მონაკვეთზე დანგრეული ხიდის აღდგენა მზიაშეწონილი არაა.

aWara 012ღვარცოფული ხევის აქტივაცია, რომელიც ყოველი უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს მოსალოდნელია საფრთხეს შეუქმნის ქვემოთ ჩამოთვლილი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს: ანზორ მახარაძე, დარიკო შერვაშიძე, შუქრი თაბაკიძე, ფრიდონ ქათამაძე, მიხო მახარაძე, ვალიკო გორგაძე, მერი მუმლაძე, ოსმან გოგიტიძე. გეოლოგიური თვალსაზრისით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული საცხოვრებელი სახლებისა და სკოლის შენობის სხვა უსაფრთხო ადგილას გადატანა. გარდა აღნიშნული მოსახლეობისა ღვარცოფული ხევის მოსაზღვრედ განლაგებულია საცხოვრებელი სახლი, რომლებსაც ამჟამად დეფორმაციები არ აღენიშნებათ, მაგრამ იმყოფებიან გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონაში: ნოდარ გოგიტიძე მევლუდის ძე, გივი მახარაძე, ნოდარ გოგიტიძე რიზას ძე, მერიკო თურმანიძე, ნური ქათამაძე, რევაძ გორგაძე, მერაბ გორგაძე, ზაური გორგაძე.” სოფლის ფერდი დინამიურ მდგომარეობაშია, გეოლოგების დასკვნით საჭიროა: “გურამ ჩხიკვაძის საცხოვრებელი სახლის სხვა გეოლოგიურად მდგრად ადგილას დაგატანა. აღნიშნული მეწყრული ფერდის ქვედა ნაწილში განლაგებულია 2. ომარ ბაჯელიძის და 3. შუქრი ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ანალოგიურად იმყოფებიან საშიში გეოლოგიური პროცესების მაღალი რისკის ზონაში და საჭიროა შენობების სხვა გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. განმეორებითი.” გეოლოგები სკოლის შენობის სხვა ადგილას გადატანასაც ითხოვენ.

ამ ადამიანებს დროულად შველა სჭირდებათ.

“ცუდ ამინდში, ტანსაცმლით მძინავს-ხოლმე, გვეშინია. მესამე წელია ასე შიშში ვცხოვრობთ, იქნება მოგვხედოს, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ” – ამბობს მარტოხელა 70 წლის მიხეილ მახარაძე.aWara 015 aWara 016 aWara 018 aWara 023

aWara 013

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s