ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის პირასაა, ადგილობრივების ნათქვამში ჩვენ თავადაც დავრწმუნდით, დაბინძურებული მდინარე, წყაროები, ჰაერი, გაუდაბნოებული ტერიტორიები, გაშავებული და დამტვერილი ქალაქი… ესაა დღევანდელი ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების რეალობა. სოფელი რგანი, სადაც 600-მდე კომლი ცხოვრობს, ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან აქ სამი, მოქმედი, ღია კარიერია, რომელსაც სრული წესების დაუცველად ამუშავებენ და მადანს მოიპოვებენ. ადგილობრივების თქმით, რგანი ერთ-ერთი ეპიცენტრია, მიდის როგორც მიწისზედა სამუშაოები, ასევე მიწისქვეშა სამუშაოებიც. იმდენად ძლიერია მიწისქვეშა ბიძგები, რომ სახლები დაბზარულია. რგანელები, როგორც ჭიათურაში, აქაც კომპანია „ჯორჯია მარგანეცს“ ადანაშაულებენ, რომელსაც ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. როგორც გაირკვა, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.
ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 15-მდე მოქმედი კარიერია.
“თავის ნებაზე მუშაობენ, ამ კომპანიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჭიათურის ეკოლოგიურ სისტემას. კანონი ირღვევა მიწის შესახებ, წყლის შესახებ, ნიადაგის შესახებ, ტყის დაცვის შესახებ. ირღვევა ყველანაირი კანონი, რომელიც არსებობს გარემოს დაცვის კუთხით,” – გვეუბნება შოთა გაფრინდაშვილი ასოციაცია “ჭიათურელთა კავშირის” თავმჯდომარე.
რგანის ტერიტორიაზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მანგანუმის მოპოვება. აქ უკვე კარგა ხანია განვითარებულია ზედაპირული მეწყერი. მადნის მოპოვების გამო, წარმოქმნილი მეწყერები ადგილობროვებისთვის, სერიოზული პრობლემაა. ცოტა ხნის წინ, მღვიმევში, ხრამის უბანში წარმოქმნილი მეწყრის გამო, სოფელი იძულებული გახდა მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილები.
“ჯერ კიდევ 2011 წელს დავაფიქსირეთ და მივმართეთ ხელისუფლებას. ასევე “ჯორჯიან მანგანეცს”, აღკვეთილიყო უწესრიგოდ მარგანეცის მოპოვება. ფაქტობრივად, აქაურობა უდაბნო ხდება. ზემოთ ფუჭი ქანია მოქცეული, აღარ ვარგა ნიადაგი, სოფლის მეურნეობის სავარგული, ისედაც მწირე მიწიანია ჭიათურა. მცირდება, იკარგება წყაროები და ა.შ. რა თქმა უნდა, მარგანეცის მოპოვება უნდა მოხდეს, მაგრამ გარემოს დაცვის წესების დაცვით. ამ შემთხვევაში, – გვიხსნის რგანში შოთა გაფრინდაშვილი, ერთ-ერთ კარიერზე, – ჩამოსულია ჰუმუსი, უნდა მოიხსნას ტრაქტორით, ფუჭი ქანიც სხვაგან უნდა დასაწყობდეს. როდესაც მორჩება მანგანუმის ამოღება, ჯერ ფუჭი ქანი უნდა ჩაიყაროს, მერე ტექნიკური რეკრუტივიზაცია უნდა გაუკეთდეს, ანუ უნდა მოსწორდეს. მერე ჰუმუსი უნდა ჩაიყაროს, ანუ სასარგებლო ფენა, შემოიღობოს და ხეები დაირგოს. ეს ყველაფერი, “ჯორჯია მარგანეცის” მიერ ბოლომდეა იგნორირებული,” – ამბობს იგი.
“მარტო რგანი კი არა 12 სოფელი გვაქვს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში. ასეთი შედეგი იმ სამეწარმეო საქმიანობიდანაა გამომდინარე, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, “ჯორჯიან მარგანეცის” შემოსვლამდე, ჭიათურმანგანუმი არსებობდა და მასაც არ ქონდა ვალდებულებები. “ჯორჯიამარგანეცსაც” არ აქვს ეს ვალდებულებები, სახელმწიფომ არც მათ ააღებინა ეს ვალდებულებები, შესაბამისად მივიღეთ ეს მდგომარეობა. დღეს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ის ბერკეტები არ გააჩნია, რომ კომპანიას წესები დაუწესოს. ამაში გვჭირდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება და მათი ჩართულობა. მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულებები აღებული, სწორედ, ამაშია დიდი შეცდომა,” – ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე.
“არაფერი არ გაკეთებულა, ერთი აკაციაც არ დაურგიათ. ერთ აკაციას კი 16 კილო თაფლის მოტანა შეუძლია, აკაცია მაინც დარგონ,” – ჩივის რგანელი ბიჭიკო ხვედელიძე.
“დღეს მთლიანად პრობლემაა მარგანეცის წარმოება, საშინლად ბინძურდება ჰაერი, ჩანაგდება ბუნება, რჩება უზარმაზარი ორმოები და მასში ჩამდგარი წვიმის წყალიც, კი სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბავშვებისთვისაც სახიფათოა, ბუნებას მწვანე საფარი აღარ აქვს, შავად გამოიყურება პირდაღებული ორმოები. დაზიანდა სოფელში შემოსასვლელი 6 კილომეტრიანი გზა. ვის უნდა მივმართოთ არ ვიცი. იქნებ ხმა მივაწვდინოთ, ვინმეს, რომ სოფელს ნორმალური სასიცოცხლო პირობები შეუქმნან. ჩვენი ძალისხმევით შეჩერდა გორატყის აღება, თვალსა და ხელს შუა გვაცლიდნენ ტყეს. დღეს დღეობით, ეს მწვავე პროცესი, შეჩერებულია, გვერდში დაგვიდგა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. გავქვს სასმელი წყლის პრობლემაც, გამოკვლევებმა აჩვენა, სასმელი წყალი უვარგისია. სიმსივნური დაავადებებმაც იმატა,” – გვიყვება ბეროძე ცისანა, რომელიც ორგანიზაცია “ქალები ჭიათურის მომავლისთვის” თავმჯდომარეა.
“ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი წყარო იყო მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სტენკორდსა და საქართველოს მთავრობას შორის, 2006 წლის 12 აგვიტოს. იქ წერია, რომ 8 წლის განმავლობაში, კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში, სახელწოფი გარემოზე მიყენებული ზიანისთვის არ გადაახდევინებდა არც ერთ თეთრს. ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი შემცირდებოდა ათჯერ – მაშინდელმა მთავრობამ ეს შეუსრულა, კომპანიის შემოსვლამდე ორი დღით ადრე ათჯერ შეამცირეს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი. ეს არის მოსაკრებელი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში შემოდის. ამ მოსაკრებლის აღდგენაზე და ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე კანონპროექტია შეტანილი, რომელიც გავიდა პარლამენტში მოსმენაზე. პირველი მოსმენით მივიღეთ, მეორე მოსმენით მიღებულია, და ჩემთვის დღემდე გაუგებარი მიზეზებით, მთავრობა აჩერებს ამ კანონპროექტის მიღებას. გვეუბნებიან, რომ ცოტათი გვაცადეთო..
კომპანია, საბადოზე არავითარი ვალდებულებით არ შემოსულა, არ განუხორციელებია ინვესტიციები, კატასტროფულად იმატა ბოლო წლებში ღია კარიერული წესით მოპოვებულმა მანგანუმის მოპოვებამ, განადგურდა 12 სოფელი. გარემოს დაცვის კანონიდან გამომდინარე, რაიონში, უნდა გამოცხადდეს საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა. რაიონი იღუპება, ავადობის მაღალი რისკია, სანიტარუილ-ჰიგიენური პირობები საშინელია, 10-12 სართულიან შემობებში, ერთი საერთო ტუალეტია “ფანერებით” შეკოჭიჭებული. 19 საუკუნის ბოლო, რომ მუშაობდნენ, ისევ ისე მუშაობენ – ნიჩბებით ავსებენს ვაგონებს, არავითარი ინვესტიცია და რეკულტივაცია. დაწყებულია გაუდაბნოების პროცესი,” – ამბობს მალხაზ წერეთელი ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
“სასმელი წყალი დაბინძურებულია, ადრე წყაროები იყო, დაიკარგა… მილებია დახსნილი, დაჟანგული, არც ერთი მილი აღარ ვარგა. ადრე ტრესტს ჰქონდა ვალდებულება და უვლიდა ყველაფერს. ახლა აღარავბინ უვლის, წყაროებიდან მოგვავქს წყალი, იქაც სათავეში ღორები ბანაობენ, ძროხების სვავენ,” – ჩივიან ადგილობრივები.
შპს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნით: “1. ქ. ჭიათურის წყაროს წყლები ხასიათდება კეთილხარისხოვანი ორგანოლეპტიკური თვისებებით, ძირითადად ოპტიმალური და მომატებული მინერალიზაციის, საშუალო სიხისტის წყლებია, მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი და ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-მაგნიმუმიანი ტიპის წყლებს. მიკრობული დაბინძურება, სავარაუდოდ განპირობებულია წყაროების და წყალსადენის ქსელის არაკეთილსაიმედო სანიტარულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ტექნიკური მდგომარეობით.. 2. წყაროს წყლები ცოფის ტერიტორიაზე და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (გამოცდის ოქმები 235. 242) არსებული წყლები მიეკუთვნება მაღალი მინერალიზაციის ძალიან ხისტ წყლებს, კალციუმის, მაგნიუმის, ჰიდროკარონატებისა და სულფატების შემცვლელობა აღემატება მათ ჰიგიენურ ნორმატივებს, ასევე აღინიშნება მიკრობული დაბინძურება. წყლის მაღალი სიხისტიდან და მაღალი მინერალიზაციიდან გამომდინარე ამ წყლების ხანგრძლივად მოხმარება სასმელ-სამეურნეო მიზნებით წარმოქმნის მთელ რიგ პრობლემებს… 3. წყაროს წყლების მიკრობული დაბინძურების გამო, მათი სასმელად მოხმარება მიზანშეწონილია სათანადო გაუსნებოვნების შემდეგ. 4. მდინარე ყვირილის ქიმიური დაბინძურება განპირობებულია ცენტრალური დამყვანი ფაბრიკების გაუწმენდავი ნახმარი წყლების მდინარეში ჩადინებით. ტექნიკური რეგლამენტის “ზედაპირული წყლების დაბინძურებისგან დაცვისაგან დაცვის სანიტარული წესები და ნორმები”-ს (საქ, მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის 85 დადგენილება) მიხედვით, ქალაქის ფარგლებში მდინარე ყვირილა მიეკუთვნება “საგანგებოდ მაღალი” დაბინძურების წყლის ობიექტს. 5. ჭიათურის დასახლებულ ადგილების ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის ორჟანგის მაღალი მაქსიმალურად ერთჯრადი კონცენტრაცია სავარაუდოდ განპირობებულია ცენტრალური დამყვანი ფაბრიკების ნარჩენების გავლენით, მადნის ტრანსპორტირების წესების დარღვევით და სხვ/ მანგანუმის და მისი ნაერთების ქრონიკული ინჰალაცია უპირატესად აზიანებს სუნთქვის ორგანოებს, ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემას, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოების დაავადებები.” – ნათქვამია 2014 წლის 16 მაისის დასკვნაში.
“ჭიათურის წყალმომარაგებას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია 30 პროცენტით ემსახურება. 70 პროცენტი, სატუმბო ნაგებობები, სათავე ნაგებობი, წყალშემკრები აუზები არის “ჯორჯიანმარგანეცის” ხელშია, რომელსაც რვა წლის განმავლობაში, ერთხელ არ ჩაუტარებია სანიტარული წმენდა. მთელი ქსელი მოისპო დამილები დასკდა. კომპანია წყალს უფასოდ იღებს და მილიონობით ტონა მანგანუმს რეცხავს. ამაში კი თეთრს არ იხდის. ნარეცხი პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩადის,” – გვეუბნება შოთა გაფრინდაშვილი.
რგანის მოსახლეობა ნაგავსაყრელზეც გვესაუბრება. სოფლიდან მოშორებით, თვითნებური ნაგავსაყრელია, სწორედ იქ ამოაქვთ ჭიატურიდანაც ნაგავი. ხშირად აწუხებთ რგანელებს ცეცხლწაკიდებული ნაგავსაყრელიდან კვამლი, ხშირად იქ საქონელიც გადადის. იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავლში გადაწყდება ქუთაისის სანიტარული ნაგავსაყრელის პრობლემა და იმ ნაგავსაყრელზე გავა ჭიათურისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან ნარჩენები.
დარღვეული საკუთრების უფლებები
რგანში, კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. ერთ-ერთ ღია კარიერის მახლობლად, სადაც კომპანია ასრულებს სამუშაოებს, ცხოვრობს 57 წლის, სამი შვილის მამა, რევაზ კავთელაძე, რომელმაც საკუთარ ეზოში სახლის აშენება გადაწვიტა. სახლისთვის მასალები ეზოშია დალაგებული, თუმცა მუნიციპალიტეტი არ აძლევს მშენებლობის ნებართვას, რადგან, როგორც აღმოჩნდა, რევაზ კავთელაძის კუთვნილი ეზო-კარი, “ჯორჯიან მარგანეცის” კონტურში ყოფილა მოქცეული და კომპანიას აშკარად პრობლემები ექმნება “ჯიუტი” მესაკუთრისგან, რადგან არც ის თმობს თავის სახლ-კარს და არც კომპანია თავის პოზიციებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი უმაგრებს. როგორც სჩანს, მუნიციპალიტეტის პრეროგატივას, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვა სრულიად არ აინტერესებს და უხეშად არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.
” ეს საკითხი მუნიციპალიტეტშია დაყენებულია და პასუხს ველოდებით. ადამიანის უფლებები ირღვევა, მაგრამ ის მიწა “ჯორჯიან მარგანეცის” კონტურებშია. არ უნდა გაყიდვა და უნდა შეთანხმდნენ. მუნიციპალიტეტი არ აძლევს ნებართვას მშენებლობას და წინააღმდეგია, წინააღმდეგი იმიტომაა, რომ მიწა, ტრესტის კონტურია, უნდა შეთანხმდნენ,” – ამბობს ხვედელიძე იმედა, რგანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
“ჩემი სამოსახლო ტრესტის კონტურშია, 2,30 ლარს მეუბნებიან კვადრატულში. ყველაფერი მზად მაქვს სახლის ასაშენებლად, არ მაძლევენ საშუალებას რომ ავაშენო. ჩვენ ყველა გვერევა, რომ ვუჩივლი, ამ ყაჩარებს შენ მოუგებ, მილიონები აქვთ,” – ამბობს კავთელაძე რევაზი.
ასე უწოდებენ საკუთარ თავებს ჭიათურლები, სადაც იყო 2006 წელს 11 ათასი მოსწავლე, ახლა კი 5000-ზე ოდნავ მეტი. “ეს იმას, ნიშნავს რომ ქალაქი კვდება, სოფელი ხომ კვდება და კვდება ქალაქიც მათთან ერთად. ვინც მიდის უკან აღარავინ ბრუნდება,” – ჩივიან ჭიათურლები.”ოქრო არის ხუთიოდე კაცისთვის, ჭიათურლებისთვის ჭირი და სიკვდილია,” – გვეუბნებიან ადგილობრივები. ოდესღაც, “შავ ოქროდ” წოდებული მარგანეცი, არა მარტო ამ ქალაქისთვის იყო საამაყო, მთელი საქართველოსთვისაც. ჭიათურაში მოპოვებული მარგანეცი, მთელ მსოფლიოში განთქმული იყო და თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას ამარაგებდა, სადაც ფოლადი მზადდებოდა. ჭიათურაშიმანგანუმისამოღება საქართველოსსამთომრეწველობისყველაზეუმსხვილესობიექტსწარმოადგენდა. მანგანუმს 1879 წლიდან აწარმოებენ.მადნისმოპოვება,ხელსაყრელიბუნებრივიგანლაგებისგამო,რთულიტექნიკისგარეშე იყო შესაძლებელი. მაღაროებშიძირითადადხმარობდნენწერაქვსადანიჩაბს.მადნისგამოტანახდებოდახელისურიკებით,ანდარონოდებით,რომელიცმოძრაობაშიმოჰყავდათმუშებსანცხენს.ჭიათურისრკინიგზისშტოსგაყვანამდე(1895წ) მადნისგადაზიდვარკინიგზისუახლოესსადგურამდე(შორაპანი) საჭაპანოდასაპალნეტრანსპორტითხდებოდა.მე-19 საუკუნისოთხმოცდაათიანიწლებისმიწურულსადაცხრაასიანიწლებისდასაწყისშიგადამზიდველებისდამტვირთავიმუშებისჩათვლით,ჭიათურაშისულ 6 ათასამდეკაციმუშაობდა.მანგანუმი,ძირითადად,გადიოდაინგლისში,ჰოლანდიაში,აშშ-ში,ბელგიაში,გერმანიში,საფრანგეთშიდასხვ. გასული საუკუნის 90-იანწლებში,ჭიათურისმანგანუმისხვედრიწილიმსოფლიოექსპორტში 50% -საღწევდა. ამჟამინდელი მაღაროელების სამუშაო პირობები დიდად არ განსხვავდება ადრინდელი სამუშაო პირობებისგან. მაღაროებში უმძიმესი სამუშაო პირობებია, ბოძები და ბიგები, რომელიც გვირაბების გასამაგრებლადაა, გასულ საუკუნეშიც გამოსაცვლელი იყო. დანადგარები კი 50 წლის წინანდელია. ამჟამად, მისი მფლობელი არის კომპანია “ჯორჯია მარგანეცი”, რომელსაც 49 წლით აქვს აღებული მარგანეცის მოპოვების უფლება.
“ჯორჯია მანგანეცი არა მარტო ანადგურებენ ჭიათურის ეკოგარემოს, დიდ პრობლემას უქმნიას აქაურ მოსახლებას. დღემდე ვერ გაგვიგია ვინაა ამ კომპანიის ხელმძღვანელი. რამოდენიმე მილიონს გადააჭარბებს ის ზარალი, რომელიც ჯორჯია მარგანეცმა მიაყენა ჭიათურას.” – გვეუბნება შოთა გაფრინდაშვილი.
“ძალიან ჭირს ჭიათურიდან ინფორმაციის გატანა. მაღაროში თუ სხვა ობიექტზე საშინელი მდგომარეობაა. მონობა შემორჩა ჭიათურაში. იმ პირობებში, რა პირობებსიც ხალხი აქ მუშაობს ვერაფერს შეადარებ, თუ არა მონობას. საშინელი მდგომარეობაა, არ არსებობს ქარხნებში არც გადახურვა, არც შემინვა, როგორც გარეთ წვიმს ისე შიგნით. ჯანრთელობისთვის საზიანოა გარემო, აქ არაფერს ექცევა ყურადღება, გარდა იმისა, რომ როგორმე ნებისმიერი საშუალებით გაირეცხოს მარგანეცი და აქედან გავიდეს. სამაგიეროდ, ერთმა წყება ხალხმა ფული იშოვა. უახლოეს მომავალში ეს ქალაქი დარჩება ნაქალაქარი, ნასოფლარი, განადგურებული და ნაქართველარი. ქალაქს მომავალი არ აქვს “ჯორჯია მარგანეცის” ხელში. პირადად პასუხს აგებენ ისინი, წინა ხელისუფლება და ახლანდელი ხელისუფლებაც, იმ უბედურებაში რაც აქ ტრიალებს. ჭიათურა მარტო არჩევნების დროს ახსენდებათ. საერთოდ არ არსებობს მუშათა დაცვის მექანიზმი, მთავრობა არანაირ ზემოქმდებას არ აკეთებს კომპანიაზე. საშინელ ზიანს აყენებენ, როგორც კარიერულ, ისე მაღაროებში დამუშავებული მარგანეცით, განადგურებულია ეკოლოგია. ქალაქ ჭიათურას შუაზე კვეთს მდინარე ყვირილა, ორი კილომეტრის მანძილზე დაგუბებულია ხუთ მეტრიანი კაშხალი, როგორც კი ტემპერატურა იმატებს, აპრილის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე, მდინარეს საშინელი აქოთებული სუნი აქვს. ეს იმიტომ, რომ “ჯორჯიამარგანეცის” ბალანსზე არსებულ, არც ერთ ქარხანას სალექი სისტემა არ აქვს და მოწამლული წყალი პირდაპირ მდინარეში მიედინება, ის, წყალი, რაც ონკანებში მოდის, ბევრად არ განსხვავდება იმ წლისგან, რაც ყვირილაში მოედინება,” – გვეუბნება მაღაროელი მიხეილ იმედაძე.
“იმ 3 250 მაღაროელთა ხელფასი, მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, 600 ლარს არ აღემატება. მონობა აღარ ქვია ამას, ამას ქვია სიკვდილი. რომ აღვწერო ეს რა არის, ჩემს გვერდით უნდა იყო მაღაროში, ოთხას მეტროზე ზემოდან მიწა რომ გეცემა და ძლივს რომ გამოასწებ იმას ქვია ცხოვრება? ჭიათურა არის მკვდარი ქალაქი,” – ამბობს ჭიათურელი კახა ლეშკაშელი.
მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.