RSS

დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

17 მაისი

IMGL3504შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.


მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს-ს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების – სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სტიქიის ზონაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s