RSS

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს

17 მაისი

dariali 4შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბიდან 15-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. რჩებიან თუ არა კიდევ ადამიანები გვირაბში ან არის თუ არა მსხვერპლი, ამ ეტაპზე შსს-დან ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ამასთან ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოწყვეტილი მთის მასაში მოყოლილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერები.

საქართველოს მთავრობის ცნობით, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით,საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/31537/.htm

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s