“პროექტის დაწყების თარიღი 2011. დასრულების ვადაა 2016 წელი. მშენებელია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრრო, ნებართვის გაცემის თარიღი 21.01. 2011. ბრძანების ნომერი 75/01-06; ფუნქციური დანიშნულებაა წყვილლიანდაგიანი სარგინიგზო ლიანდაგი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი.” – წერია, ქვიშხეთის ცენტრში, უშველებელი პლაკატზე.
ქვიშხეთში, სარკინიგზო ლიანგადის სამუშაოები 2011 წლიდან მოყოლებული უამრავი აფეთქების გამო, შიშისა და სახლების დაბზარვა-ჩამონგრევის ფასად დაუჯდათ ადგილობრივებს, რადგან სამუშაოები მათი სახლების ქვეშ მიმდინარეობს. სპეციალისტთა დასკვნოთ, გვირაბის გაყვანის დროს, აფეთქებების სიმძლავრე ხუთ ბალიან მიწისძვრას უტოლდება. სახლების დაბზარვისა და ფსიქოლოგიურ სტრესის გარდა, ადგილობრივები ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშეც დგანან, რადგან დაბაში, მუდმივად მტვერი დგას. მტვრისგან ალერგიული ფონი ძირითადად, მოზარდებში განვითარდა. გვირაბის მშენებლობამ დააზიანა სახნავ-სათესი სავარგულებიც.
“ქვიშხეთი, ოდესღაც ცნობილი დასასვენებელი ადგილი იყო. ახლა კი მუდმივი აფეთქებებისგან მტვერია. დამსვენებლებიც ერიდებიან აქ ამოსვლას,” – გვეუბნებიან ქვიშხეთელები.
“გვირაბის გვერდზე რაც სახლებია ყველა დაზიანებულია. ასი ოჯახი მაინც იქნება ამ დღეში. რამოდნიმე სანტიმეტრზეა დაშორებულიდა კედლები კიბეებისგან,” – ამბობს მოხუცი ქალბატონი.
“ჩემმა სახლმა კი დაბლა დაიწია, განცხადებები დაწერილი გვაქვს, რკინიგზის სახელზეც და გამგებლის სახელზეც. მოვიდა კომისია, თუმცა რა პრინციპით შეაფასეს ვერ მივხვდით, ის ვინც გვირაბის გვერდით ვცხოვრობთ არ შეუმოწმებიათ,” – გვეუბნება 47 წლის ლია გრიგალაშვილი და იხსენებს, – სტუმრები მყავდნენ, როცა აფეთქდა, ისე შეეშინდათ სახლიდან გამექცნენ.”
55 წლის იოსებ მანჩხაშვილიც თავის სახლის ჩამონგრეულ კედლებთან გვეუბნება, რომ “მაღლაც დამსკდარია მთელი კედლები. ფანჯარასთანაც, სოფელში ყველა ასეეთ დღეშია, რომ აფეთქებენ ხოლმე, მიწისძვრა გვგონია ხოლმე, ფანჯრები ისე ზარზარებს და ამატებს, რომ ქვიშხეთს სასმელი წყლის პრობლემაც აქვსს – ისეთი მღვრიეა სარეცხის გასარეცხადაც არ გამოდგება. ზოგი ხელით ზიდავს წყაროებიდან, ზოგიც ჭიდან. გაუბედურებულია ყველაფერი – გზა, ჰაერი, წყალი.
თამარ ღონღაძე პირველი მოსახლეა, იგი ეტლით მოსარგებლე მეუღლესთან ერთად, ყოველ დღე უძლებს მიწისძვეშა ბიძგებს. შვილი კი იძულებული გახდა ქვისხეთიდან წასულიყო, რადგან მის პატარას ალერგიული ფონი განუვითრდა და სასუნთქი გზების სერიოზული პრობლემები შეექმნა. “დაგვენგრა ცხოვრება შვილები წასულები არიან, გაგვექცნენ, პატარა ბავშვი მოგვეწამლა. კომპენსაციაც არაფერია, სასამართლოში ვაპირებთ საჩივრის შეტანას თუ არ მოგვაქციეს ყურადღება. ჩვენს ზემოთ, სხილაძეების სახლი მთლიანად ჩაინგრა, მთელი ზამთარი აწვიმდათ. კიდევ კარგი, მაგ დროს სახლში არ იყვნენ.” – გვეუბნება იგი.
გამგეობის შენობაში, სადაც აფეთქებების გამო, კედლები დაბზარულია და მუდმივად ცვივა ბათქაში, ქვიშხეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ალექსანდრე მჭედლიშვილი გვხვდება. მისი თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა. “ყველაზე მთავარი ჩინელების კომპანიის პრობლემაა, მოსახოებას სახლები დაებზარათ. ასამდე დაზარალებული, სასამართლოში აპირებენ ჩივილს. მოსახლეობას აწუხებს მტვერი, ხმაური. გვირაბის მშენებლობა გარემოს დაბუნძურებაზე სერიოზულად ზემოქმედებს. მოსახლება დღედაღაამ მტევრშია, ფანჯრებს ვერ აღებენ, კერებებს ვერ აღებენ… – გვიყვება იგი. ხუთ ბალიან მიწისძვრის დონის აფეთქებები ფიქსირდება ხოლმე. იმედი გვაქს, რომ გამართლდება ეს მოსახლეობა და კომპენსაციას მიიღებენ.
თეიმურაზ ფარეიშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტი თავის კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას სამართლებრივ დონეზე დახმარებას უწევს.
გვირაბის მშენებლობაში, იშვიათად, მაგრამ მაინც იღებენ მონაწილეობას ადგილობრივები. თუმცა კომპანიის შემოსვლისას, იმედოვნებდნენ, რომ სამუშაო ადგილები გამოუჩნდებოდათ და შემოსავალიც ექნებოდათ. სამწუხარო, რეალობა კი ასეთია:
“ძაღლებივით გვექცევიან და გვაგდებენ სამსახურებიდან, აქ ჩინელები აკონტროლებენ ყველაფერს. საქართველოს რკინიგზა გვეუბნება ავანაზღაურებთო და არაფერი ჩანს. დაზარალებული ძალიან ბევრი მოსახლეა. ოთხი სახლი ისე დაინგრა, სულ აიღეს, – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ძალიან ცუდი პირობები იყო, სამ ცვლაში ვმუშაობდით. დღეში ორი აფეთქება გვქონდა, ანუ დღეში 7-8 კილომეტრს გავდიოდით. ხშირად იყო ჩამონგრევები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს გვირაბში. თვეში ვმუშაობდით 30 დღეს და გამომუშავებით დღეში 15 ლარი და 66 თეთრი გვერგებოდა. საკუთარ თავს უდიდეს საფრთხეში აგდებენ, თან აქაურები ბევრი არაა. ხშირად უმიზეზოდ ათავისუფლებენ. ასეთი სტრატეგია აქვთ, რომ ადგილობრივები არ დაასაქმონ, ქართველებზე უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა იყო. ანაზღაურება კი ჩინელებს მეტი ქონდათ. ამ შემთხვევაში, ქართველები იაფი მუშახელია,” – ამბობს ამ კომპანიის ყოფილი მუშა, რომლემაც მხოლოდ ორი თვე გაუძლო არაადამიანურ პირობებში მუშაობას.