RSS

ნარჩენების პრობლემა კახეთის სოფლებსა და რაიონებში

06 მაისი

nukrianis 002ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში,  მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის.

ადამიანებისთვის, რადგან ხელმიუწვდომელია ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურეობა საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. ასე წარმოიქმნება სტრიქიური ნარჩენები. დღეს, კახეთში ნაგავსაყრელები სერიოზული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სულ 14 სოფელია. შპს “კომუნაკური ერთი,” რომელიც ბოლო წლებია ტენდერში იმარჯვებს მხოლოდ რამდენიმე სოფელს ემსახურება: ვემსახურებით სიღნაღს, წნორს, და ბოდბის სამ სოფელს. დანარჩენ სოფლებში თვითნებურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელებია.

“ნარჩენები, ოფიციალურ ნაგავსაყრელზე მიგვაქვს ოფიციალური, ალაზანთან ვყრით, სიღნაღიდან 17 კილომეტრში, – გვეუბნება შპს “კომუნაკური ერთის” წარმომადგენელი და არ უარყოფს რომ სიღნაღიდან და ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან გატანილი ნარჩენები პირდაპირ ალაზანში ხვდება.

“ნაგავსაყრელის გაკეთებას სერიოზული თანხები სჭირდება, ჩვენ რამდენიმე სოფელს ვემსახურებით, დანარჩენ სოფლებში ვერ ადის მანქანა, მთავარი გზის ნაპირზე რაც არის იქიდან გამოგვაქვს ნაგავი. ნაგავსაყრელი სადაც ნარჩენები გაგვაქვს ოფიციალურია. თუ ოფიციალური არაა, მაშინ როგორაა შემოღობილი, კლიტე ადევს და აღრიცხვაც კეთდება,” – გვარწმუნებს შპს. “კომუნალური ერთის” წარმომადგენელი გია ბეგაშვილი  და ამატებს, რომ ნარჩენებს გურჯაანიც იქ ყრის, ალაზნის პირას, – მოსახლეობა დაგასახდელს იხდის. ჩვენ გავაკეთეთ აღრიცხვა რამდენი მანქანაა საჭირო, რამდენი ურნაა ყველა სოფელში, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვერევით ორი მანქანით ამდენ სოფელს, – ამბობს იგი.

“ნაგავსაყრელის პრობლემა მთელ საქართველოშია, ვაპირებთ ნაგვის მანქანის გაკეთებას. გვეყოლება თანამშრომლები – ერთი მძღოლი იქნება, მეორე ჩამყრელი. ურნების დადგმა  2015 წლისთვის გვინდა. ნუკრიანში ყოველ 150-200 მეტრში დავდგავთ ურნებს. ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა საკრებულომ უნდა განსაზღვროს. შემოიღობოს ტერიტორია, რომ საქონელი არ შევიდეს, ახლოს არ იყოს სასმელ წყალთან,” – ამბობს რეზო კრაწაშვილი სოფელ ნუკრიანის გამგებელიც.

“გვირჩევნია გადავიხადოთ ნაგვის გატანის საფასური, საშინელი მდგომარეობაა სოფელში, – გვეუბნება ნანი ღვლიღვაშვილი, ნუკრიანის მცხოვრები.

“ნაგავსაყრელი დაბლა ხევშია, ნაგვის მანქანა არაა რომ გაიტანო.  ნაგავი უბნებში ყრია. ადრე მანქანა დადიოდა, ეხლა არც მანქანაა არც ნაგავი არ გააქვთ,” – გვეუბნება ნუკრიანის კიდევ ერთი მკვიდრი.

ნაგავსაყრელების პრობლემა ბოლნისშიც მწვავედ დგას. ბოლნისის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ზურაბ ვაშალომიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც 48 სოფელი შედის, ნარჩენების მართვის მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობაა. სოფელ დისველშიც ნაგავსაყრელების მდგომარეობა ძალიან ცუდია. დანარჩენ სოფლებში კი  კატასტროფული მდგომარეობაა.

“ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ნარჩენების გატანა სოფლებიდან. სოფელი დისველი ყველაზე სუფთად გამოიყურება. მოსახლეობას ხევში გააქვს ნარჩენები. მაგრამ ამ ბოლო დროს, ნარჩენებს იყენებენ საქონლის საჭმელად, – ამბობს ზურაბ ვაშალომიძე. სოფელ დისველის მოსახლეობის თქმით, ნაგავსაყრელი მდინარესთან ახლოს არაა, თუმცა ცოტა ხანში შეიძლება გარემოს სერიოზული ზიანი მიადგეს თვითნებური ნაგავსაყრელის გამო. დისველში, სადაც 90-მდე კომლი ცხოვრობს,  კარგა ხანია სხვა პრობლემებთან ერთად, ნარჩენების გატანის პრობლემის მოგვარებასაც სთხოვს ადგილობრივ ხელისუფლებას.

“უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას, თვეში ორჯერ გავიტანთ ნაგავს, – გვარწმუნებს ზურაბ ვაშალომიძე, –  ნაგავსაყრელის მოწყობა უამრავ პრიბლემასთანაა დაკავსირებული. სხვა სოფლებში, იქ, სადაც შედის კომუნალური გადასახადები, შედიან ნაგვის მანქანები, მაგრამ იმ სოფლებში, სადაც ვიწრო შესასვლელებია ვერ ვახერხებთ ნაგვის გატანას. დისველში ურნებს თუ არ დავდგავთ, მოსახლეობას შავ ნაგვის პარკებს დავურიგებთ და თვეში ორჯერ გავიტანთ ნარჩენებს, მეტის საშუალება არ გვაქვს. იქ სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრის მშრალი ხევია და წყალი არ ბინძურდება,” – გვეუბნება იგი.

“მთლიანად საქართველოს დაგეგმარება მიდის – სად უნდა გაკეთდეს ნაგავსაყრელები, სად უნდა გაკეთდეს ნაგავგადამტვირთი სადგიურები, როგორი უნდა იყოს კონტეინერები, როგორი უნდა იყოს ნაგავგადამტვირთი მანქანები მოკლე მანძილზე, შორ მანძილზე და ა.შ. მთლიანად ეს არის კომპლექსური საკითხია.” – გვეუბნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენების და ქიმიური ნარჩენების სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი და ამბობს, რომ უახლოეს წლებში, კახეთში იგეგმება სანიტარული ნაგავსაყრელის გაკეთება.

საქართველოში კი ნარჩენების მართვის სისტემამდე, ნარჩენების მართვის კულტურის გზა გვაქვს გასავლელი.

 

მედიატური ტარდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.

Advertisements
 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s