დღეს, უბრალო კი არა, მართლაც რომ გლობალური დღესასწაულია – დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღეა (International Mother Earth Day).
დღესასწაული დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
63-ე სესიის თავმჯდომარემ ბროკმანმა განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის დამტკიცებით, საერთაშორისო დღის აღიარებით, იმის დასტურია, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა ჩვენი სახლია, ის უზრუნველყოფს კაცობრიობის სიცოცხლეს, ასევე დასტურია იმისა, რომ ჩვენ მოვალენი ვართ მასზე ვიზრუნოთ… სამართლიანი ბალანსის მისაღწევად, ეკონომიკის, სოციალური და ეკოლოგიური მოთხოვნილებებისა, ამჟამინდელმა და მომავალმა თაობებმა აუცილებელია ვიმოქმედოთ ჰარმონიულად ბუნებასთან და დედამიწასთან.
რეზოლუციაში ნახსენებია, რომ ტერმინი “დედა-მიწა” მიღებულია ბევრ ქვეყანაში, რადგან ის აღწერს დამოკიდებულებას პლანეტასა, მის ეკოსისტემასა და ადამიანს შორის.
დედამიწის დღის აღნიშვნის ტრადიცია დაიბადა აშშ-ში, 22 აპრილს 1970 წელს. 1990 წელს ეს დღე გახდა საერთაშორისო აქცია.
სწორედ, ამ დღისთვის ჩემმა ალექსანდრემ შარშან დახატა… დედამიწას თუ არ მოვუფრთხილდით, ცოტა დრო დარჩა, ძალიან ცოტა… არ მინდოდა ეს დღე ისე გასულიყო, რომ ეს ნახატი აქ არ გენახათ.