RSS

ზოოპარკის გამწვანების აქციაში მონაწილეების რეგისტრაციის ვადა 23 აპრილამდე გაგრძელდა

18 აპრილი

get_img 26 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ზოოპარკის ტერიტორიისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ბარიერით გამიჯვნაა დაგეგმილი.

“400-მეტრიანი ღობის გასამწვანებლად ტუიას 1200 ნერგია საჭირო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ნერგების აუცილებელი რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა; ამიტომ, გადავწყვიტეთ რეგისტრაციის ვადის 23 აპრილამდე გაგრძელება იმ იმედით, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში დაგვეხმარებიან.

ზოოპარკის მისამართით ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ჩვენი ბინადრები მაგისტრალის გვერდით, ხმაურსა და მტვერში ცხოვრობენ. საზოგადოების მხრიდან ესოდენ დიდი გულისტკივილი, ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაფიქრებინებდა, რომ გზატკეცილისა და ზოოპარკის მწვანე ბარიერით გამიჯვნაში უამრავი მოხალისე დაგვეხმარებოდა; თუმცა რეალურად, დახმარების მსურველი გამკრიტიკებელზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა,” – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქციაში მონაწილეობა, ნერგების დარგვამდე, პირველ რიგში, ნერგების შეძენას გულისხმობს. თითო ნერგის ღირებულება 7 ლარია.

“დიდ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც 1 ან 2 ნერგის შეძენით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენს წამოწყებაში. ჩვენთვის 1 ნერგიც კი მნიშვნელოვანია!

დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 233 29 01, ან დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: pr@zoo.ge. იმედს ვიტოვებთ, რომ 23 აპრილამდე აქციას კიდევ ბევრი მოხალისე შემოუერთდება.

თბილისის ზოოპარკი თითოეული ჩვენგანის, ჩვენი და ჩვენი შვილების ზოოპარკია, მისი ბინადრები კი ჩვენი მეგობრები არიან. შემოგვიერთდით და ჩაერთეთ გამწვანების აქციაში!” – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s