RSS

ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია

07 აპრილი
nu moWri xes 2დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

2013 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგისა და 2014 წლის მოსალოდნელი პროცესების პროგნოზის ანგარიშის მიზანი, გეოლოგიური რისკების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცხოვრებელ ზონებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მეწყერსაშიშროება და სხვა სტიქიური მოვლენები, ასევე დროულად განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.
საზოგადოებისთვის და გეოლოგიური პროცესების განვითარების კუთხით დაინტერესებული პირებისათვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე http://www.meteo.gov.ge-ზე შეიქმნა resource.meteo.gov.ge-ი სადაც განთავსებულია, რუკები ყველა სახის გეოლოგიური პროცესითა და სტიქიის გააქტიურების სარისკო უბნებით. resource.meteo.gov.ge-ი საშუალებას იძლევა ქვეყნის მინერალური რესურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ონლაინრეჟიმში უპრობლემოდ მიიღოს.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s