RSS

მესტიაში სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველო გაიხსნა

03 აპრილი

IMGL6073 copyშინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გაიხსნა. სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის მშენებლობა 6 თვის წინ დაიწყო. ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.

მესტიაში სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობის გახსნა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოს მთის კურორტებს აქტიურად სტუმრობენ.
მთებში ტურისტების დაკარგვისა და ტრავმების შემთხვევები ხშირია. გასული წლის განმავლობაში, შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 29 უცხოელი.

“უკანასკნელი დროის განმავლობაში, სვანეთის რაიონში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია შემთხვევები, როდესაც ტურისტები მთიან ტერიტორიებზე,  გაუსაძლის სიტუაციებში ჩავარდნენ, რის გამოც დამატებით ახალი დანაყოფის აშენება დაჭირდა ამ რაიონს. აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სვანეთის დანაყოფი, რომელიც მოემსახურება ამ რაიონს და ტურისტებისთვის უფრო გამარტივდება მომსახურების ეფექტიანობა. მაშველებს გადაეცათ სხვადასხვა აღჭურვილობა და სპეცაღჭურვილობა, ასევე სპეცტექნიკა. კიდევ დაემატება რამოდენიმე სპეცტექნიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი თანამშრომლობს ეფექტურ მუშაობაში”, – განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s