ხვალ, შაბათს, 29 მარტს, 20:00 საათზე მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათის აღნიშვნას. დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოს დაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
ტრადიციული ღონისძიება მრგვალ ბაღში ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს შეუერთდეს დედამიწის საათს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მუსიკას სანთლის შუქზე და თან გაიყოლონ ბაღის ყვავილები ქოთნებში.
ღონისძიები სორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
დედამიწის საათის აღნიშვნას მრგვალ ბაღში დაესწრებიან ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ნილს სკოტი – გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ნანაჯანაშია – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები.
წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავს დედამიწის საათს. 20:30 – 21:30 საათზე სინათლე გაითიშება თბილისის რამდენიმე ქუჩასა და ღირშესანიშნავ ნაგებობაში. მათ შორისაა: ნარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი, წმ. გიორგის ძეგლი თავისუფლების მოედანზე, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი, გარეგანათება რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მუნიციპალური და სამთავრობო შენობები, პრეზიდენტის სასახლე, გაეროს სახლი.
fauna sud africa
01/11/2015 at 02:57
What’s up mates, how is everything, aand what you
would like to say about this article, in my view its actually amazin in support of me.