გრიგოლეთში სანაპირო ზოლი ზღვამ, ერთკილომეტრიან მონაკვეთზე დაახლოებით 70 მეტრით გამოიწია და ტერიტორია მიიტაცა. ადგილობრივების განცხადებით, დანგრეულია ინფრატრუქტურა, მოთხრილის წიწვოვანი ხეები და მოშლილია გრიგოლეთის საკურორტო ზოლი. გრიგოლეთის მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარებას ითხოვს. სტიქიის შედეგად დაზარალაბული მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათი პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, ინფორმირებულია, მაგრამ დეპუტატი პრობლემებით არ ინტერესდება. „25 წელია გრიგოლეთში ვცხოვრობ და ამ პრობლემის მოგვარებას ვითხოვთ, ყველა ხელისუფლება მხოლოდ გვპირდება, ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით. ძველ მთავრობასაც, ახალსაც, მაგრამ მთავრობა უძლურია. ზღვა კიდევ მოდის, მოდის და ცოტა ხანში გზატკეცილზე ამოვა,ზღვა ყოველწლიურად ზემოთ იწევს და ტერიტორიები მიაქვს. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ინტენსიურად წვიმს ხოლმე, დღეში თითქმის 5 მეტრ მიწას გლეჯს. ზღვა რეცხავს ნაპირებს, მაგრამ ნგრევის საწინააღმდეგოდ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარებულა. სანაპირო ზოლის გამაგრებას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა მათ მიერ დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია. ყოველი ახალი შტორმის შემდეგ ზღვა უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებს. “ – ამბობს გრიგოლეთის მცხოვრები გურამ ვოინაროვი. გრიგოლეთში სანაპირო ზოლოში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი, დავით გვალია აცხადებს, რომ ზღვის მოგცევის შედეგად, მისი კუთვნილი მიწის ფართობი ზღვამ წაიღო. „გრიგოლეთში 15 წელია სასტუმრო მაქვს, ვაკვირდებით და ყოველწლიურად ზღვას მიაქვს მიწის ფართობი. შეუძლებელიამ ამ პრობლემას პირადი ძალებით გაუმკლავდე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვიტრების სამინისტრო უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, ადგილობრივი ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს, აქ სერიოზული პრობლემაა და თუ ყურადღებას არ მიაქცევენ ამ საკითხს, შესაძლოა ზღვამ საავატომობილო გზა წაიღოს. სხაფრთხე ემუქრება მოსახლეობას.” – აცხადებს გვალია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ თუ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო პროგრამა არ ჩაერთო, ადგილობრივი ხელისიფლება აღნიშნული საკითხის მოგვარებას, ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ შესძლებს. ”აქ ძალიან სერიოზული პრობლემაა, სასწრაფოდ 700 მეტრზე გასაკეთებელია ნაპირსამაგრი სამუშაოები, თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლებელია და საქმეში სახელმწიფო პროგრა უნდა ჩაერთოს, პრობლემა ცნობილია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვისაც.” – აცხადებს ირუშაძე.
დატბორვის საფრთხის ქვეშ მყოფი გრიგოლოთის მოსახლეობა
27
მარ