საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომრით-153, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაერთოს გამწვანების აქციაში „მწვანე მომავალი”. ცხელი ხაზის-153 ოპერატორები შექმნიან პროექტში ჩართვის მსურველთა მონაცემთა ბაზას, რის შემდეგაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის ნერგებით. თითოეული მოქალაქის ვალია, რომ უფრო მეტად იზრუნოს გარემოზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მწვანე გახდეს.
ცხელი ხაზი-153 ფუნქციონირებს დილის 9:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.