RSS

გორში ქარსაცავი ზოლის აღდგენას იწყებენ

26 მარ

alvani 00228 მარტს, პარასკევს,  კარალეთისა და ვერხვების დასახლებაში მოქალაქეები ხეებს დარგავენ. – აღნიშნული აქტივობა პროექტის ,,აღვადგინოთ და დავიცვათ ქარსაცავი ზოლები”-ს ფარგლებში განხოციელდება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მოწყობა, ბუნების დაცვის კუთხით, რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების დონის ამაღლებას შუეწყობს ხელს.

,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქცია იქნება მისაბაძი მაგალითი მსხვილი ფერმერებისთვის, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ მოხდეს ქარსაცავი ზოლების აღდგენა”- აცხადებს პროექტის მენეჯერი ნინო მეგრელიშვილი

აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოქალაქეები გორის დემოკრატიის სკოლასთან  13:00 საათზე შეიკრიბებიან.

პროექტი გორისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების ინიციატივით, ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავლპარტიული დემოკრატიისთვის”  და ,,ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s