”გურიის მოამბეს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ ნერგები რეგიონებს ფონდმა „გაამწვანე საქართველომ“ გადასცა, რომელიც ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად. ფონდის თავმჯდომარე და შექმნის ინიციატორი სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, რომელმაც უკვე შესწირა ფონდს 50 ათასი აშშ დოლარი.”უკვე ტრადიციად იქცა აქცია ,,დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!”. ჩვენუკვე დავრგეთ ახალი ნერგები ოზურგეთში. ეს არის აქციის მომდევნოსეზონი, რომელიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება.დარწმუნებული ვარ, აქცია წარმატებით განხორციელდება“, – გვითხრა გურიის მხარის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ.
აქცია – ,,დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო!” ტრადიციული გახდა. გარემოს დაცვის სამინისტრომ ღონისძიება პირველადგასული წლის გაზაფხულზე განახორციელა და ყოველ სეზონზე იმართება. დღემდე დედაქალაქსა და საქართველოსრეგიონებში 500 ათასზე მეტი ნერგი დაირგო.
ფოტო: გიორგი სირაძე