RSS

შეხვედრა „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება” პროგრამის ფარგლებში

12 მარ

dariali 003ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება” ფარგლებში ჰიდროენერგეტეკული პროექტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვით საკითხებზე და ხარვეზების აღმოფხვის გზებზე იმსჯელეს. საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიცდის ცვლილებებს და მასში დაგეგმილია კორექტირების შეტანა. „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება” სამწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანი საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სექტორის განვითარების მხარდაჭერაა. ნორვეგიელი და ქართველი ექსპერტები იმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში არსებული ხარვეზების შეფასებაზე. მომზადდება რეკომენდაციები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო შარაშიძე, ნორვეგიის კლიმატის ცვლილებების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s