RSS

2014 წლის თებერვალში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

05 მარ

borjomi 001შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2014 წლის თებერვალი 294 043 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 0.8 %-ით მეტია.რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 613 542 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 230 696 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,6%);
ბ) ტრანზიტი – 100 921 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38%);
გ) სხვა – 281 925 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 46%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -4%).
2014 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-24,7%), აზერბაიჯანიდან (+20,6%), სომხეთიდან (+16%), რუსეთიდან (+31%), უკრაინიდან (+48,4%) და ირანიდან (-36%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან (ჯამური +17%), საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–თებერვალშიც გამოირჩენ პოლონეთი, ლიტვა, იტალია და ლატვია (შესაბამისად 145%, 24%, 22%, და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 51%–იანი მატებით.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s