ჩხოროწყუს რაიონში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ სამეგრელოს ტურისტული განვითარების პროექტებში შურუბუმუს მღვიმე და „ხავსის სამეფო” მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება.
გიორგი სიგუამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით გოგუასთან ერთად ჩხოროწყუს ტურისტული ატრაქციები მოინახულა და დაგეგმილ ტურისტულ პროქტებთან ერთად თათბირი გამართა.
ჩხოროწყუს ცენტრში უკვე რემონტდება ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, დაგეგმილია, შურუბუს მღვიმისკენ მიმავალი მარშრუტების მარკირება, მიწისქვეშა ტბების აღწერა და ტურსტულ კატალოგებსა და ბროშურებში შეტანა. ტობავარჩხილის ტბის მარშრუტზე ღამისგასათევი კოტეჯების მშენებლობა , ჩხოროწყუს ტურისტული პოტენციალის გარეკლამება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და სხვა ტურისტული პროექტები.
საინფორმაციო ცენტრები ჩხოროწყუს გარდა მარტვილსა და ზუგდიდში გაიხსენება , ასევე იგეგმება გაზაფხულისთვის სამეგრელოს ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით მასშტაბური კონფერენციის ჩატარება ანაკლიაში.