RSS

“Quarry Life Award” პროექტის ფარგლებში ტური ჩატარდა

23 თებ

IMG_3682კავთისხევის კარიერი წლის ბოლოს დაიხურება

ოლიკო ცისკარიშვილი

“Quarry Life Award” არის საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ტარდება 21 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Quarry Life Award კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიტანოს თავისი წვლილი ბიომრავალფეროვნების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ორიოდე დღის წინ, მომავალ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართა ტური კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით კავთისხევის კირქვის და გარდაბანის თიხის კარიერებზე. ტურში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათამდე ადამიანმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმაც.IMG_3656კავთისხევის კირქვის კარიერი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრშია, მისი ფართობი 28 ჰექტარია. კარიერი ქარხანისგან  3800 მეტრითაა დაშორებული.

კავთისხევის კირქვის კარიერის ხელმძღვანელმა კახი გაბოძემ გვითხრა, რომ კარიერმა 1931 წელს დაიწყო სრული დატვირთვის მუშაობა.

კავთისხევის კარიერი მეწყერსაშიშ უბანზეა. პირველი მეწყერი 1956 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, იმ უბანზე მუშაობას თავი დაანებეს, 1964 წელს კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა. 2006 წელს მეწყერმა სამი დღის განმავლობაში იარა და გაჩერდა. 2012 წლის მაისში დღენახევარი. მეწყრული უბნები სავარაუდოდ წარმოშვა ბურღვა-აფეთქებამ, არასწორმა დამუშავებამ. იქ მომუშავეთა თქმით, ძირითადად მეწყერი წვიმიანი ამინდის დროს მოდის.

ახლა კავთისხევის კირქვის კარიერი გამომუშავების პერიოდშია, თუმცა ჩაქრობის პირასაა. და 2014 წლის ბოლოსთვის დაიხურება კიდეც. კარიერზე მომუშავეები მცხეთასთან, ნიჩბისთან ახლოს, ახალ უბანში გადავლენ სამუშაოდ. სპეციალისტების თქმით,  სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება 8 აფეთქებით ხდება, ექსკალაცია მოიპოვება ექსკალატორებით.

რაც შეეხება, რამდენს გამოიმუშავებს კარიერი, ამაზე გვითხეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა კი საბოლოო პასუხი ასეთი იყო: “რაც სჭირდება ჰაიდელბერგს და საქართველოს იმდენს გამოიმუშავებს.”

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s