RSS

„რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“

19 თებ

logo tsu22 თებერვალს, შაბათს 11.00. საათზე, თსუ–ს 1 კორპუსში, # 107 აუდიტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „თსუ-ეკო კლუბი NALAG/USAIDის პროგრამის „საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ეკოკლუბის წევრებს ლექცია თემაზე „რა ცვლის კლიმატს და რას ცვლის კლიმატი“  ჩაუტარდებათ. ასევე ეკოკლუბის წევრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტთან  თანამშრომლობით  2013 წელს სტუდენტთა ესეების კონკურსი „კლიმატის ცვლილება და საქართველო“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების სტუდენტები მონაწილეობდნენ და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

პროგრამა საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია  წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხების აქტუალიზაციას და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური ერთეულების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის დიდსულოვანი მხარდაჭერის შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s