RSS

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ

16 თებ

wyarostavi004შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 14 თებერვალს „ევროპის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის – „ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ პრეზენტაციას დაესწრნენ.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული PPRD East-ის პროგრამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კარასტროფების რისკების შემცირების სფეროში და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელმა „ევროპის სახლში“ შეკრებილ სტუმრებს ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ასევე გაიმართა კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია. სტუმრებს ამავე საკითხებზე მომზადებული ბროშურები და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის საოჯახო გზამკვლევები დაურიგდათ.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა მედია საშუალებების, განათლების სამინისტროს, „წითელი ჯვრის“, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების: “Save the Children”, “UNICEF”-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s