RSS

ჭიათურაში სასმელი წყალი დაბინძურებულია!

06 თებ

WiaTura wyaliქალაქი ჭიათურა და მისი სოფლები (ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატო) საქართველოში ერთ-ერთ და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად საგანგაშო რეგიონს წარმოადგენს გეოეკოლოგიური თვალსაზრისით. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს მანგანუმის მტაცებლურმა ექსპლუატაციამ სამეურნეო საქმიანობაში ჩართული და კარსტული ტერიტორიების მკვეთრი გაფართოება და შესაბამისად, კარსტთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები გააძლიერა. 1891795_10152230337229310_1768670053_oსისტემატური ხასიათი მიიღო მანგანუმის გავრცელების არეალში რელიეფის ზედაპირის დეფორმაციებმა, უჩვეულოდ გააქტიურდა თანამედროვე ეგზოდინამიკური პროცესები. სასმელად გამოუყენებელი კაპტირებული წყაროების დაბინძურებამ საშიშ ზღვარს მიაღწია. მანგანუმის გავრცელების უბნებში გაიზარდა კარსტული წყლების მინერალიზაცია, გაიზარდა წყლებში მანგანუმის და ბორის შემცველობაც. არასწორმა მოქმედებამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარსტული წყლების ორგანული და ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საშიშროებაც შექმნა. ზემო იმერეთის პლატოზე გართულებული გეოეკოლოგიური ვითარება გვიკარნახებს კარსტულ-ჰიდროლოგიური და სპელეოლოგიური სამუშაოების შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას, რამდენადაც საქმე ეხება რესპუბლიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრის – ქალაქ ჭიათურის მოსახლეობის წყალმომარაგების მეტად საპასუხისმგებლო პრობლემას. ქალაქ ჭიათურის გარეუბნების და ზოგიერთი სოფლის მიმართულებით სასმელი წყლის მიწოდება ხდება ძველი, დაზიანებული მილებით, სადაც წყლის დიდი რაოდენობა იღვრება, ხოლო მოსახლეობა კი ხარისხიანი წყლის დეფიციტს განიცდის. მდინარე ყვირილას ხეობაში, სადაც ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წყალსადენი გადის, ზამთარში უზარმაზარი ყინულის სვეტები შეინიშნება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s