RSS

2014 წლის იანვარში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

04 თებ

borjomi 004საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მიმდინარე წელსაც აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას. 2014 წლის იანვრის თვის სტატისტიკურ მონაცემებით საქართველოში 319 499 ვიზიტით განხორციელდა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
ამასთან, ტურისტი – 122 714 ვიზიტორი იყო (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%);2014 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-13,6%), აზერბაიჯანიდან (+21,1%), სომხეთიდან (+44,9%), რუსეთიდან (+54,9%), უკრაინიდან (+72,3%) და ირანიდან (-17%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლებით იანვარში გამოირჩნენ პოლონეთი, იტალია და ლატვია (შესაბამისად 163%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (15%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიისა და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 23%–იანი მატებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s