მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭინა გაიყინა. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება, მსგავსი შემთხვევა იშვიათობაა.
პალიასტომის 80 პროცენტი, ბოლოს 2008 წელს გაიყინა. ახლა, გაყინული ზედაპირის ფართობი, სანაპიროდან 10 მეტრის რადიუსზე ფიქსირდება. სპეციალისტების განმარტებით, ტბის ბინადრებისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.
სპეციალისტების განმარტებით, ფოთში ღამის განმავლობაში -2,2 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა, შესაბამისად, გამდინარე წყალი ამ ტემპერატურაზე ვერ გაიყინებოდა.
“ყინულის ფენა, რომელიც დევს მდინარე რიონის ზედაპირზე სათავედან წამოსული გაყინული წყლის ფრაგმენტებია”, – განმარტავენ ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში.
სინოპტიკოსები გამოდარებას უახლოესი დღეებისთვის ვარაუდობენ.
ფოტო: ლაშა ზარგინავა