RSS

თსუ–ში 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

03 თებ

bayayiკონფერენციით ჭაობების თემაზე, თსუ–ში 2 თებერვალს აღინიშნეს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე. რამსარის კონვენცია (ინგლ. The Convention on Wetlands of International Importance, especially as Waterfowl Habitat) — კონვენცია, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. მიიღეს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში. შემდეგში შესწორდა 1987 წელს კანადის სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ რეჯაინაში. giorgiკონვენცია პირველი გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ერთი ტიპის ეკოსისტემას. საქართველო რამსარის კონვენციას შეუერთდა 1996 წელს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესადმი“ მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში თსუ–საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ-ეკო კლუბის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და დაცულ ტერიტორიებზე ისაუბრა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსმა რატი ჯაფარიძემ, თსუ–ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, აგრეთვე ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა თსუ–ს დოქტორანტმა ზაზა გულაშვილმა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: 1. ,,ჭაობი” , ელეონორა ჭანია – თბილისის 175 საჯარო სკოლა, 9 კლასი. პედაგოგი: ცარო ხორბალაძე 2. ,, რა არის ჭაობი“, სანდრო ჩინჩალაძე – დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლა, 5 კლასი. პედაგოგი: თამარ გოგიჩაშვილი 3. ,,ჭაობების ეკოლოგიური პრობლემები “საქართველოს მაგალითზე”, ხათია აფხაზიშვილი – თბილისის 149 საჯარო სკოლა, 7 კლასი. პედაგოგი: ოლღა ბანცური. 4. ჭარბტენიანი ზონები იტალიაში, როგორც დაცული ტერიტორიები (ტოსკანის რეგიონის მაგალითზე). გიორგი და ალექსანდრე მამულაიშვილი – თბილისის 52 საჯარო სკოლა, 8 კლასი. პედაგოგი: მარინა ხირჩილაშვილი 5.. “ჭაობების მნიშვნელობა.” ლელა თოთაძე – თბილისის 175-ე საჯარო სკოლა, მე-10 კლასი. პედაგოგი: ცარო ხორბალაძე 6. “ კოლხეთის ეროვნული პარკი “ მარიამ აფხაზიშვილი – თბილისის 175 საჯარო სკოლა, 9 კლასი. პედაგოგი: ოლღა ბანცური. 7. “ჭაობები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი კომპლექსი” ნათია კაპანაძე 10 კლასი, ნიკოლოზ კაპანაძე 9 კლასი. ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართმადიდებლური სკოლა. პედაგოგი: ნანა გვიანიძე 8. ,, “ჭაობების ეკოსისტემა.” დავით მღებრიშვილი, 10 კლასი, რატი ტერაშვილი 11 კლასი, თბილისის სკოლა-ლიცეუმი პრომეთე, პედაგოგი: ქეთინო მერებაშვილი. 9. “კოლხეთის ჭაობების შესწავლის ისტორია.” იოანე ანდრიაძე, თბილისის 149-ე საშუალო სკოლის 9 კლასი, პედაგოგი: ოლღა ბანცური. მოხსენებთან ერთად მოსწავლეებმა წარმოადგენეს მათ მიერ შესრულებული ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიები სხვადსახვა საინტერესო გაფორმებით. განსაკუთრებით გამორჩეული ხელოვნური ჭაობი იყო ბაკურიანის საჯარო სკოლის 5 კლასის მოსწავლის სანდრო ჩინჩალაძის მიერ ქაღალდით გაკეთებული ჭაობი, იქ ბინადარი ბაყაყით.

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s