RSS

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

30 იან

gazafxuliviTმიმდინარე წლის 30 იანვარს, საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო და კავკასიონიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, რაც აცივებას, ნალექს და ზოგან ძლიერ თოვლს გამოიწვევს.31 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა არსებულთან შედარებით შესაძლებელია 10 გრადუსით დაეცეს.

თებერვლის დასაწყისში კიდევ უფრო აცივდება, ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10, -15, ხოლო მთაში -17,-22 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლებელია, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხოლო ელექტრო-გადამცემ სადენებზე შემოყინულობა აღინიშნოს.

აღნიშნული ხასიათის მოვლენა წლის ამ პერიოდისთვის იშვიათია, მაგრამ არ განეკუთვნება ანომალურ კატეგორიას. ამინდის ანალოგიური პირობები თებერვლის თვეში 1970 – 1990-იან წლებში 5-ჯერ, 2000-იან წლებში 3-ჯერ, ხოლო ახლო წარსულში 2012 წელს დაფიქსირდა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s