საბერძნეთის კუნძულზე მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სულ მიწისძვრის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც სამედიცინო დახმარებას მიმართეს, მძიმე ნივთების დაცემის შედეგად დაშავდა. კეფალონიის ასობით მაცხოვრებელს 27 იანვარს ღამით განმეორებითი ბიძგების შიშით საკუთარ ავტომობილებში ეძინათ. კეფალონიაში სკოლები დროებით არ მუშაობს. სახელმწიფო ინსპექტორები კუნძულის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს აფასებენ. 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საბერძნეთში 26 იანვარს დღისით მოხდა. მისი კერა დაახლოებით 20 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. ყველაზე ძლიერი აფთერშოკის სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინ
საბერძნეთის კუნძულზე მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
28
იან