RSS

ახმეტის რაიონში 5 პროექტი დაფინანსდება

14 იან

omalo 005საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახმეტას ამ მომენტისთვის 1 998 179, 5 ლარი გამოეყო, რომლითაც 5 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხით მოხდება მუნიციპალიტეტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.ქალაქ ახმეტაში დაგეგმილია დამწვარი  კულტურის სახლის რეაბილიტაცია.  აღმაშენებლის  ქუჩა კი ასფალტობეტონის საფარით მოპირკეთდება. თანხა გამოიყო დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტებისთვისაც. ასევე დაგეგმილია სოფელ მატნის წყალსადენისა და  შიდა ქსელის რეაბილიტაცია.

წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის ქალაქ ახმეტაში მდინარე ორვილის ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაციაც მოხვდა. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კალაპოტი ნატანისგანაც გაიწმინდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s