RSS

თბილისის ზოოპარკში პატარა ზებრა დაიბადა

13 იან

zebraთბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ზოოპარკში ბურჩელის ზებრა დაიბადა! მათი თქმით, პატარა და დედა კარგად გრძნობენ თავს, მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათ ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.რადგან  დედა ზებრა ზოოპარკის ადმინისტრაციას ახლოს არ უშვებს, ჯერ-ჯერობით პატარა ზებრას  სქესი დაუდგენელია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ზებრას ნაშიერები დაბადებიდანვე ძლიერები არიან. თავიდანვე მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ. თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრა, აფრიკის მშვენებაა, ბურჩელის ზებრები (Equus burchellii) ადვილი გასარჩევები არიან ზებრას სხვა სახეობებისგან, მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა, აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ, შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s