RSS

ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა

09 Jan

niagariმსგავსი ყინვა შეერთებულ შტატებში დიდი ხანია არ ახსოვთ. ზოგიერთ ქალაქებში ყინვა – 40 გრადუსს აღწევს.

ძალიან დაბალია ტემპერატურა კანადაშიც. ყინვა იმდენად ძლიერია, რომ აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა. ფოტოებში ჩანს, რომ ხეობაში ძლიერი ნისლია, წყალი, ახლომდებარე პარკი და ხიდიც მთლიანად ყინულითაა დაფარული. რასაკვირველია, ძლიერმა ყინვამ ტურისტები და ადგილობრივები ვერ დააფრთხო და უამრავი ადამიანი შეიკრიბა ჩანჩქერის სიახლოვეს, რათა “დადუმებული” ნიაგარა ეხილათ.ძლიერი ყინვის გამო დაიხურა სკოლები, პრობლემებია გზაზე გადაადგილებისას, 3 700-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ყინვამ ყველაზე მეტი პრობლემა ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა და კლივლენდში შექმნა. ნიუ-იორკში 1896 წლის შემდეგ ასეთი ძლიერი ყინვა არ ყოფილა. 61 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე მოუწოდეს, ყინვის გამო დაზოგონ ელექტროენერგია, განსაკუთრებით დილით და საღამოს. ინდიანაში 15 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს.

შეგახსენებთ, რომ ნიაგარის ჩანჩქერი, ბოლოს, წინა საუკუნის დასაწყისში 1911 წელს გაიყინა.

http://www.ambebi.ge/mozaika/94086-niagaras-chanchqeri-gaiyina-8-foto.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s