ავსტრალიაში, ძალიან ძლიერი სიცხის გამო, მასობრივად იღუპება ღამურები. ამის შესახებ წერს The Telegraph. კვინსლენდის შტატში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იანვრის დასაწყისში ჰაერის ტემპერატურამ 43 გრადუსს გადააჭარბა. ამის შედეგად, კი შტატში ამოწყდა ღამურების 25 კოლონია, რომელთა საერთო რაოდენობამ 100 ათას გადააჭარბა.